მორატა : "კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო კასტილიაში"
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა კანტერანომ, ალვარო მორატამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ალვაროს თქმით მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლა ახალგაზრდულ გუნდში იმისათვის, რომ ფეხი მთავარ კოლექტივში მოიკიდოს...
"ბერნაბეუზე" დებიუტის შემდეგ რა გრძნობდა დაგეუფლათ?
ეს იყო შეუდარებელი რამ. როდესაც მე მოედანზე შევედი, იქ შეკრებილი პუბლიკა "მორატას" სკანდირებდა. ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო და რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვიყავი.
ესეთი დებიუტი გქონდათ წარმოდგენილი?
როდესაც "რეალის" თამაშებზე ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად დავდიოდი, სულ ვამბობდი, რომ აუცილებლად გავიდოდი ამ ბრწყინვალე სტადიონზე "რეალის" ფორმით. ეს ოცნება ამიხდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი "კასტილიაში" იმისათვის, რომ მთავარ გუნდში ფეხი საფუძვლიანად მოვიკიდო.
ვინ მოგაგონდათ როდესაც სტადიონზე შედგით ფეხი?
ჩემი ახალგაზრდა თანაგუნდელები და ყველა ის ადამიანი ვისაც ჩემთან ერთად უთამაშია. ასევე გამახსენდა ტრავმირებული "კასტილიელები" , რომლებსაც შანსი მხოლოდ დაზიანების გამო არ მიეცათ.
გოლამდე სულ ცოტა დაგაკლდათ...
რას ვიზამთ, იმ დროისთვის იღბალი მეტოქის მეკარისკენ იყო. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც საჭიროდ ჩავთვალე, მაგრამ ბოლო მომენტში გოლკიპერმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. გული დამწყდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ მომეცემა შანსი, რომელსაც გამოვიყენებ.
რა გითხრეს თანაგუნდელებმა როდესაც მოედანზე შეხვედით?
კრიშტიანო მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მენერვიულა და წინა ხაზში აქტიურად მეთამაშა. ვერ გატანილი გოლის შემდეგაც მოვიდა იგი და გამამხნევა. შემდეგ პედრო ლეონს მივულოცე კარის აღება და მან მითხრა, რომ მის გოლში უდიდესი წვლილი შევიტანე.
რა დავალება მოგცათ მოურინიომ?
ჟოზემ მითხრა, რომ ენერგია მაქსიმალურად დამეხარჯა და მეტოქისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიმეცა, რადგან ჩვენი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იყვნენ. პორტუგალიელმა ასევე გოლის გატანაც დამავალა , მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხე.
ჟოზე კასტილიელებს შანსებს აძლევს...
დიახ. სეზონის ნახევარიც არ გასულა და უკვე რამდენიმე "კანტერანოს" ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება. პორტუგალიელი სპეციალისტი ჩვენ დიდ ყურადღებას გვაქცევს და ყველაფერს აკეთებს განვითარებისათვის.
როგორ ფიქრობთ, ხართ გუნდის მესამე "9"-იანი?
ეს არა მე, არამედ გუნდის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. ამჟამად მე "კასტილიას" ღირსებას ვიცავ და იმისთვის ვიბრძვი, რომ მთავარ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. ჩემი შეფასება კი ჟოზე მოურინიოს ევალება.
- 26 დეკემბერი 2010
- 1 840
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.