კანალესის საკითხი ახალი წლის შემდეგ გაირკვევა
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ერთ კვირიან შვებულებაში იმყოფებიან. გუნდის შეკრების თარიღად 30 დეკემბერი სახელდება. ახალი წლის შემდეგ კი დღის წესრიგში სერხიო კანალესის საკითხი დადგება, რომელაც "ბლანკოსის" დროებით დატოვება სურს, რადგან თვლის, რომ იგი დედაქალაქში ვერ შეძლებს მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებას. ახალგაზრდა ესპანელის შეძენის მთავარი კანდიდატი სანტანდერის "რასინგია" , რომელშიც კანალესი ადრე ირიცხებოდა. შეთანხმება მხოლოდ იჯარაზე მოხდება და სერხიო დროებით დატოვებს მადრიდს...
სახელდება თანხაც, რომელიც 3.5 მილიონ ევროს შეადგენს, სანტანდერული გუნდი კანალესს 1 წლიან იჯარას სთავაზობს, ასეთი გარიგება ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. რასინგი გუნდის ლიდერს დაიბრუნებს, რომელიც სათამაშო პრაქტიკას კიდევ უფრო გაიღრმავებს, პროფესიონალიზმს კი "ბლანკოსს" მოახმარს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო "რასინგის" ფორმას იანვრის პირველ ნახევარში ჩაიცვამს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 26 დეკემბერი 2010
- 1 872
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.