ვინ არის 2010-11 წლების სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელი?
დასრულდა სეზონის პირველი ნახევარი და მიჩნდება ერთი კითხვა, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "რეალში? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია, გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარების სახით დააფიქსიროთ. ახლა კი მოდით ცოტა რამ თვით ფეხბურთელებზე გავიგოთ. ეს ყველაფერი თითოეულმა "მადრიდისტამ" შესაიშნავად იცის (თუმცა გამეორება ცოდნის დედააო) ხომ გაგიგიათ.
სრულიადში ტარდება გამოკითხვა შედით და მიეცით ხმა თქვენს რჩეულს
Iker Casillas
იკერმა სეზონის პირველი ნახევარი შესანშნავად ჩაატარა თუ არ ჩავთვლით ორ მატჩს "ბარსელონასთან" და "მილანთან" რეალის სულმა და გულმა 23 მატჩში 15 გოლი გაუშვა, მან თავი დაგვამახსოვრა შესანიშნავი სეივებით.
Sergio Ramos
რამოსმა არცთუისე ცუდად განვლო სეზონის პირველი ნახევარი თუმცა მისი თამაშის ხელისშემშლელი დისკვალიფიკაცია და ტრავმა იყო.
Pepe
ეს ფეხბურთელი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო "ბლანკოსის" შემადგენლობაში. პეპემ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით არაერთხელ გადაარჩინა "რეალის" კარი გაშვებულ გოლს.
Ricardo Carvalho
"ბებერი ლომი" შეიძლება უწოდო ამ პიროვნებას. მისი გადმოსვლის შემდეგ "მადრიდისტების" უმრავლესობა სათანადოდ ვერ აფასებდა ამ ფეხბურთელს (თუმცა როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ") რიკი პეპესთან ერთად შესანიშნავად იდგა დაცვის ცენტრში. მის ანგარიშზე უკვე ორი გოლია.
Marcelo
ჩემის აზრით მარსელო ერთ-ერთი საუკეთესო იყო "რეალის" შემადგენლობაში. შესანიშნავი შეტევითი პოტენციალის მცველი, რომელიც ასევე შესანაშნავად ირჯებოდა დაცვის ხაზში. ბრავო მარსელო!!!
Xabi Alonso
რა უნდა ვთქვათ ხაბიზე? ის უბრალოდ შეუდარებელია, ესპანელმა მოუს გულიც სწრაფად მოიგო და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახდა.
Sami Khedira
მშვენივრად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი, ტრავმას, რომ არ შეეშალა "გერმანელისთვის" ხელი დარწმუნებული ვარ უფრო კარგ შედეგსაც აჩვენებდა. "გერმანელმა მკვლელმა" რონალდინიო შეჭამა , დინიოს არ მისცა "ფეხის განძრევის" საშუალება. შესანიშნავად ირჯებოდა სამი ნახევარდაცვის ცენტრში.
Angel Di Maria
ანხელი შესანიშნავად მოერგო "ბლანკოსს" გაიტანა 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ანხელს გააქვს მაშინ როდესაც გუნდს გოლი ჰაერივით სჭირდება.
Mesut Ozil
ოზილი, როგორც დიმარია შესანიშნავად თამაშობს ნახევარდაცვის შემტევ ხაზში, იგი შესანიშნავად მოერგო კლუბს. ბრავო ოზილ!!!
Cristiano Ronaldo
თითქმის ყველა მატჩში ამ კაცს ხელი აქვს გაშლილი და გოლს აღნიშნავს. მის ანგარიშზე 2 ჰეთტრიკია და 1 პოკერი, "პორტუგალიელმა" ჯამში 25 გოლს მოუყარა თავი რაც შესანიშნავი შედეგია. რონიმ "რეალის" ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Gonzalo Higuain
"პიპიტას" ანგარიშზე 10 გოლია, მას ტრავმამ შეუშალა ხელი, რის გამოც მოუწია რამოდენიმე მატჩის გამოტოვება, იგი ახლაც ტრამვირებულია და უახლოეს მომავალში დაუბრუნდება კლუბს.
Lassana Diarra
ლასი შესანიშნავად ცვლის ხედირას და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ მებრძოლი სულის ადამიანია!
Karim Benzema
ბენზემას ერთადერთი პრობლემა არასტაბილურობაა. თუმცა მან სეზონის პირველ ნახევარში 2 ჰეთტრიკის შესრულება შეძლო.
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 25 დეკემბერი 2010
- 6 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.