რევოლუცია:გუნდი თოთხმეტმა ფეხბურთელმა დატოვა
კანავარო,სნეიდერი,რობენი და მიჩელ სალგადო–ეს იმ ფეხბურთელების ნაწილია,რომლებმაც წელს მადრიდის "რეალი" დატოვეს.
ამ ზაფხულს "რეალი" მხოლოდ ტრანსფერებით არ შემოიფარგლა.გუნდმა გაუშვა 14 ფეხბურთელი.ახლა განვიხილავთ ამ ყველა ფეხბურთელს.
სავიოლა: შეიძინეს "ბარსელონადან" სრულიად უფასოდ.ის მუდამ სათადარიგოთა სკამზე ისხდა.მას არც ბერნდ შუსტერი და არც ხუანდე რამოსი ენდობოდა."სამეფო კლუბში" მან მხოლოდ 462 წუთი ითამაშა.არგენტინელმა მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა მადრიდი და გადასულიყო "ბენფიკაში".
კოდინა: გუნდის მესამე მეკარე.ის საერთოდ არ თამაშობდა."ხეტაფეს" მწვრთნელს მიჩელს "კასტილიაში" მუშაობისას ძალიან მოსწონდა კოდინას თამაში.უახლოეს სამ სეზონს ხორდი "ხეტაფეში" გაატარებს.ის კონკურენციას უსტარის გაუწევს.
ფობერი: ის "რეალში" "ვესტ ჰემიდან" გადმოვიდა არენდის წესით.ეს არის კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ტრანსფერი.მან მხოლოდ 54 წუთი დაჰყო მოედანზე.
კანავარო: მადრიდში გატარებული სამი სეზონის შემდეგ იტალიელმა მცველმა გადაწყვიტა იტალიაში დაბრუნება და ტურინის "იუვენტუსში" კარიერის გაგრძელება.მან გასულ სეზონში ითამაშა 3075 წუთი,მაგრამ წლევანდელ სეზონში ალბათ დიდ დროს ვერ გაატარებს მოედანზე თავისი ასაკის გამო.
ხავი გარსია: ახალგაზრდა კანტერანო დააბრუნეს "რეალში" მას შემდეგ,რაც ერთი სეზონი არენდის წესით დაჰყო "ოსასუნაში".გასულ სეზონში 757 წუთი ითამაშა.მან მიიღო "ბენფიკას" წინადადება და პორტუგალიაში გამოცდის საკუთარ ძალებს,რადგან მას "სამეფო კლუბში" ვერ დაჰპირდნენ ძირითადში ადგილს.
დე ლა რედი: მას ისევ აწუხებს გულთან დაკავშირებით პრობლემები.ასე,რომ "რეალმა" ვერ გარისკა და ამ სეზონს ის გამოტოვებს.შეგახსენებთ,რომ მან გულის შეტევა მიიღო გასულ სეზონში ესპანეთის თასის მატჩში "რეალ უნიონის" წინააღმდეგ.
პარეხო: ერთ–ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი,რომელსაც წელს გაუჭირდებოდა თამაში.ასე,რომ ის გაყიდეს "ხეტაფეში",რათა მიიღოს გამოცდილება.გასულ სეზონში მას არ გაუმართლა.6 თვე მან გაატარა არენდის წესით "ქუინზ პარკ რეინჯერსში",რის შემდეგაც დააბრუნეს "რეალში",მაგრამ მან ვერ გაუძლო ლასთან კონკურენციას და მოედანზე მხოლოდ 110 წუთი დაჰყო.
ჰუნტელაარი: ის ამსტერდამის "აიაქსიდან" შეიძინეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.ჰუნტელაარი არ შეიყვანეს საჩემპიონთალიგო განაცხადში.ლა ლიგაში მან 8 გოლის გატანა მოახერხა.ის გაყიდეს "მილანში".
მიჩელ სალგადო: 10 წლიანი კარიერის შემდეგ მიჩელ სალგადომ დატოვა კლუბი.ის ძალიან უყვარდათ ფანებს.მისი გაცილება შედგა "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე.მიჩელი შემდეგ ორ სეზონს "ბლექბერნში" გაატარებს.
ჰაინცე: მან გასული სეზონი ძალიან ცუდად ითამაშა.დაცვაში არასაიმედო თამაშით გადააწყვეტინა კლუბის ხელმძღვანელობას გაეყიდათ იგი.ჰაინცე შეუერთდა "მარსელის" რიგებს.
ნეგრედო: "ალმერიაში" გატარებული ორი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ "რეალმა" გადაწყვიტა მისი დაბრუნება.მოსამზადებელ ეტაპზე მისით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული.ის გაყიდეს "სევილიაში",მაგრამ მადრიდელებმა დაიტოვეს მისი გამოსყიდვის უფლება.
სნეიდერი: მას ძალიან სურდა "სამეფო კლუბში" დარჩენა.კლუბის ხელმძღვანელობას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაყიდვა.მას "ინტერში" აქვს შანსი დაამტკიცოს თავისი მაღალი კლასი.
რობენი: მას მოუწია მადრიდის დატოვება.მან "რეალში" ასპარეზობისას მიიღო 9 სახის ტრავმა.ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ის გაეყიდათ მიუნხენის "ბაიერნში".არავის ეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი,მაგრამ კლუბი ვერ გარისკავდა ისეთი ფეხბურთელის გუნდში დატოვებას,რომელსაც ყოველ ორ კვირაში ტრავმა აქვს.
მიგელ ტორესი: დრენტეს კარგმა თამაშმა მოსამზადებელ ეტაპზე,ტორესს მოუსპო შანსი ძირითადისათვის ეფიქრა.ის გადავიდა "ხეტაფეში"."რეალმა" დაიტოვა მისი გამოსყიდვის უფლება 2 წლის განმავლობაში.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 2 სექტემბერი 2009
- 4 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.