კაპიტნების მილოცვა ფანებს
სერხიო რამოსი და იკერ კასილასი ფლორენტინო პერესსა და ჟოზე მოურინიოს შეხვდნენ. მმართველთა მილოცვების შემდეგ კი საკუთარი სიტყვა ფეხბურთელებმაც თქვეს. მათ მიულოცეს მადრიდისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო უსურვეს...
კასილასი
"მოურინიოს მთავარი დადებითი თვისება ის არის, რომ იგი გუნდში მეგობრულ სიტუაციას აყალიბებს. მისი მოსვლის შემდეგ გასახდელში კიდევ უფრო თბილი და მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბდა. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და სწორედ ამის ხარჯზე გვსურს წარმატების მიღწევა, ეს მადრიდის "რეალია", რომელმაც 2011 წელს წარმატებებს უნდა მიაღწიოს."
"მომავალი წლის ჩემი მთავარი სურვილი ისაა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდნენ და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარონ, ისინი ძალიან გვაკლიან."
"2011 წელს ახალი პროექტების და გეგმების განხორციელების შესანიშნავი შანსი გვექნება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ."
სერხიო რამოსი
ძალიან მსურს, რომ 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელები სწორედ ჩვენ გავხდეთ, ამ გუნდს უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს, სასიამოვნო იქნება თუ მეათედ მოვახერხებთ ხსენებული ტიტულის დაუფლებას და სანტიაგო "ბერნაბეუს" პუბლიკისთვის უდიდესი სიხარულის მინიჭებას."
"ჩვენ რთულ სამუშაოებს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შედეგს 2011 წელს გამოიღებს."
"საშობაო არდადაგებს მშობლიურ ქალაქ სევილიაში გავატარებ და მომდევნო წელს გაცილებით უფრო დიდი მოტივაციითა და შემართებით ვითამაშებ."
- 24 დეკემბერი 2010
- 2 376
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.