იკერის და ფიგუს კომენტარები
ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფიგუს მეგობრებმა 5-4 მოიგეს, იკერ კასილასმა და ლუიშმა კომენტარები გააკეთეს...
კასილასი
"მოხარული ვარ, რომ შევიკრიბეთ და ბავშვებს შესანიშნავი საღამო ვაჩუქეთ, ასეთი დონის ფეხბურთელების ერთად შეკრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც საჭირო იყო."
"2010 წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო, ეს მართლაც დიდი წარმატებაა, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ გვგქონია, როდესაც ევროპა მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ 2011 წელს სამეფო კლუბთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ. "
"ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელია. მე "რეალში" პატარა ასაკში მოვედი, ახლა კი გუნდს ვკაპიტნობ და ეს დიდი პატივია. მხოლოდ იერო და სანჩისი მისწრებენ, ჩემი მიზანი მათი რეკორდის გაუმჯობესება იქნება."
ლუიშ ფიგუ
"ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ამ შეხვედრის გამართვა. ჩვენ მოვახერხეთ პატარების დახმარება და დაუვიწყარი სანახაობის ჩვენება."
- 24 დეკემბერი 2010
- 2 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.