2010 წელი წარმატებით დასრულდა
მადრიდის "რეალი" 8-0 "ლევანტე"
ოთხშაბათ ღამეს მადრიდის "რეალს" სულ რაღაც ცხრა წუთი ეყო საქმის მოსაგვარებლად და მეოთხედ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად. ბენზემამ და კრისტიანო რონალდომ ჰეთ-ტრიკები შეასრულეს. თეთრებმა ამ სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული 13 თამაშიდან 13-ვეში გაიმარჯვეს.
მადრიდის "რეალს" სწრაფად უნდოდა შეტევა და მაურინიომ საუკეთესო თერთმეტეული გამოიყვანა ამის გასაკეთებლად. მეხუთე წუთზე ბენზემამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. "ლევანტე" ჯერ კიდევ შოკში იყო როდესაც რონალდო საჯარიმოსკენ გაიჭრა, მოძებნა ოზილი, რომელმაც რამოდენიმე კარგი მოძრაობის შემდეგ გოლი გაიტანა.
"ლევანტე" შეტევაში მხოლოდ "რეალის" დაცვის უკუფეთქების სანახავად გადავიდა. 31-ე წუთზე სერამ ბურთი ვერ დაიჭირა და ბენზემამ ეს შეცდომა მშვენივრად გამოიყენა და ანგარიში 3-0 გახდა "რეალის" სასარგებლოდ. პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ბენზემამ ისევ გამოიყენა სხვა მცველის შეცდომა, შეიჭრა საჯარიმოში და რონალდოს გაუკეთა პასი, რომელსაც არ გასჭირვებია გოლის გატანა.
წარმოდგენა მეორე ნახევარშიც გრძელდებოდა, რაც ძალიან ახარებდა მოედანზე მყოფ 65,000 ქომაგს. მეორე ნახევრის დაწყებიდან ოცდაოთხი წუთის გასვლის შემდეგ დი მარიამ რბილად გადაუგდო მცველს თავზე ბურთი და ბენზემამ მიღებული შანსი ჰეთ-ტრიკად გადააქცია. გულშემატკივრები განაგრძობდნენ ზეიმს როდესაც დი მარიამ საგოლე გადაცემა გაუკეთა რონალდოს, რომელმაც ტაბლოზე ექვსიანი აღნიშნა. ორი წუთის შემდეგ ბენზემამ გამჭრე პასი გაუკეთა კრისტიანო რონალდოს და პორტუგალიელმა სძლია მუნუას. რონალდომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ბერნაბეუზე ისტორიული ნიშანი დატოვა.
დიარა, პედრო ლეონი და მორატა მოქმედებაში ჩართვის იმედით შემოვიდნენ, მაშინ როდესაც მთელ "ლევანტეს" საფინალო სასტვენის ხმის გაგონება უნდოდა. მორატამ უდიდესი წვლილი შეიტანა მერვე გოლის გატანაში, თუმცა გოლი ბოლო წუთზე პედრო ლეონმა გაიტანა. მადრიდის "რეალი" პირველ მატჩს ახალი წლის მერე "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: realmadrid.com
- 24 დეკემბერი 2010
- 2 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.