ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ"
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ საშინაო არენის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა.
ესპანური პოპულარული გაზეთი "ABC" იტყობინება, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" სასტუმროს გახსნას გეგმავს, რაც მსოფლიოს არცერთ საფეხბურთო არენას არ გააჩნია.
აგრეთვე დაგეგმილია ბერნაბეუს რეკონსტრუქცია. ფლორენტინო პერესი აპირებს ტენდერის ჩატარებას არქიტექტორებს შორის, რომელშიც გამარჯვება უკვე ბევრი ცნობილი დიზაინერის ოცნება გახდა. სავარაუდოდ, განახლებული "სანტიაგო ბერნაბეუ" 2013 წლისთვის იქნება მზად.
გაზეთის ინფორმაციით, ასეთი პროექტის წარმოება რეალის ხელმძღვანელობას 200 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
ფლორენტინო პერესი აგრეთვე გეგმავს სამი რესტორნის აშენებას, საიდანაც სტადიონზე ახალი ხედი გაჩნდება. ამას გარდა, ბერნაბეუს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სავაჭრო ცენტრი და სპორტული დარბაზი.
თუ ეს გეგმა განხორციელდება, სამეფო კლუბის სტადიონი მსოფლიოში საუკეთესო იქნება. ესპანური გაზეთის ვარაუდით, კლუბის წლიური მოგება 200 მილიონი ევროთი გაიზრდება.
ინფორმაციის წყარო: as
სტატიის ავტორი: dato818
- 21 დეკემბერი 2010
- 3 159
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.