ფანებს რონალდოს იმედი აქვთ
მადრიდის "რეალისა" და "სევილიას" მატჩის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, მადრიდისტები სანტიაგო ბერნაბეუზე სამეფო კლუბის მაისურებში და შარფებში გამოწყობილები შეიკრიბნენ.
მშობლები, ბავშვები, მეგობრები... მოუთმენლად ელიან შეხვედრის დაწყებას. მათ დღეს შანსი მიეცათ სტადიონიდან ადევნონ თვალი "რეალის" თამაშს. ფანებმა კომენტარებიც გააკეთეს.
"დაახლოებით ექვსი საათი ავტობუსში გავატარე, ძალიან დავიღალე თუმცა სულაც არ ვნანობ, დღეს ხომ მადრიდის "რეალის" თამაშია. ბერნაბეუზე უკვე შევიძინე რამოდენიმე აქსესუარი."
"დარწმუნებულები ვართ, რომ კრიშტიანო გუნდს დაეხმარება და მასთან ერთად ყველა ტიტულს მოვიპოვებთ. დღეს კი ალბათ გასაოცარი მატჩის მომსწრენი ვიქნებით. იმედია გუნდი გაიმარჯვებს."
- 19 დეკემბერი 2010
- 2 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.