"სევილიას" ისტორია
დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მორიგი ტურის მატჩს გამართავს "ბერნაბეუზე" "სევილიას" წინააღმდეგ.. გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...
სრული სახელი: Sevilla Fútbol Club S.A.D.
ზედმეტსახელი: წითელ-თეთრები და Los Palanganas,(რაც ქართულად აუზს ნიშნავს და ზედმეტსახელთან რა შუაშია ვერ გავარკვიე)
დაარსების თარიღი: 1905 წლის 14 ოქტომბერი
სტადიონი: "რამონ სანჩეს პის ხუანი" (ტევადობა - 45 500)
პრეზიდენტი: ხოსე მარია დელ ნიდო
მწვრთნელი: გრეგორიო მანზანო
ისტორია
ადრეული წლები (1905-1948)
1905 წლის 14 ოქტომბერს სევილიის გუბერნატორმა საფუძველი ჩაუყარა საფეხბურთო კლუბს. 1908 წელს საბოლოოდ დასრულდა კლუბის ჩამოყალიბება და ამ წელსვე ჩაატარა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი "რეკრეატივოს" წინააღმდეგ. კლუბის პირველი პრეზიდენტი ხოსე ლუის გალეგოსი იყო. 1914 წელს "სევილიამ" პირველად მოიგო რეგიონალური ჩემპიონატი. 1935 წელს კი "კოპა დელ რეის" თასიც იგდო ხელთ მას შემდეგ რაც "საბადელს" 3-0 სძლია ფინალში.
1939-1940 წლებში "სევილია" ფანტასტიურად გამოიყურებოდა. ამ სეზონში კლუბმა რამოდენიმე ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მატჩი ჩაატარა "ლა ლიგაში" - "სევილია" 11-1 "ბარსელონა" , "სევილია" 10-3 "ვალენსია" , "სევილია" 8-3 "ერკულესი" და ა.შ. კლუბმა მხოლოდ ბოლო ტურში დაკარგა ჩემპიონობა მას შემდეგ რაც "ერკულესთან ფრედ 3-3 ითამაშა.
მომდევნო წელს "სევილია" კვლავ მეორე ადგილზე გავიდა. 1945-1946 წლებში "წითლები და თეთრები" ჩემპიონები გახდნენ. ამ სეზონში იმით გამოირჩნენ,რომ მათ ტურნირის ორ უმთავრეს ფავორიტთან - "რეალთან" და "ბარსელონასთან" საშინაო და გასვლით მატჩებშიც გამარჯვება მოიპოვეს.
XX საუკუნის მეორე ნახევარი
1958 წელს "სევილიამ" პირველად ითამაშა "რამონ სანჩეს პის ხუანზე" და გახსნით მატჩში ფრედ 3-3 ითამაშა "რეალ ხაენთან".
"სევილია" XX საუკუნის მეორე ნახევარში საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა. კლუბი 4-ჯერ გავარდა "ლა ლიგიდან". თითქმის ყოველ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა.
ახალი ერა(2000 წლიდან დღემდე)
2000 წლიდან "სევილიამ" გამოფხიზლება დაიწყო. იგი "ლა ლიგაში" უკევ რიგით გუნდად არ ასპარეზობდა. "სევილია" მართალია ამ ათწლეულის განმავლობაში "ლა ლიგის" ჩემპიონი არ გამხდარა,მაგრამ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა "რეალსა" და "ბარსელონას" და ხშირ შემთხვევაშიც მწარე მარცხსაც აგემებდა მათ. აღსანიშნავია,რომ "სევილიამ" ზედიზედ 2-ჯერ მოიგო UEFA-ს თასი. ასევე აიღო UEFA-ს სუპერთასიც,რომელის გათამაშება "ლიგის" გამარჯვებულთან ხდება.
კლუბის ინფორმაცია
ორგანიზაცია
"სევილია" ეკუთვნის ფანებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ანუ გავმარტავ ეს რას ნიშნავს. ამ მომენტისთვის "სევილიას" არ ჰყავს კონკრეტული მფლობელი. არსებობს "სევილიის" ფანკლუბი,რომელიც ასულდგმულებს კლუბს. ისინი ორგანიზაციას უწევენ კლუბის საშინაო თუ საგარეო საქმეებს.ამ ფანკლუბმა დაარსა რადიო და სატელევიზიო არხი,რომელც მთლიანად "სევილიის" საკუთრებაა. აქ კლუბის ახალ ამბებს აშუქებენ. ასევე აჩვენებენ ისტორიულ მატჩებს. ერთი სიტყვით ეს ადამიანები ზრუნავენ თავიანთ საყვარელ კლუბზე.
სტადიონი
"სევილიას" აქვს შესანიშნავი სტადიონი,რომელიც ამ კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტის - რამონ სანჩეს პის ხუანის სახელს ატარებს. სტადიონი ქალაქ სევილიის გარეუბანში მდებარეობს და 45 500 მაყურებელს იტევს. როგორც წესი "სევილიის" ყველა საშინაო მატჩზე "რამონ სანჩეს პის ხუანი" ბოლომდე ივსება.
ფორმა
"სევილია" როგორც წესი წითელ-თეთრი მაისურებით თამაშობს. სწორედ აქედან გამომდინარეა კლუბის ზედმეტსახელი "წითელ-თეთრები". ფორმას ესპანური სპორტული კომპანია "Joma" აწარმოებს.
ტიტულები
"ლა ლიგა" - 1-ჯერ
"კოპა დელ რეი" - 5-ჯერ
ესპანეთის სუპერთასი - 1-ჯერ
UEFA-ს თასი - 2-ჯერ
UEFA-ს სუპერთასი - 1-ჯერ
"სეგუნდა" დივიზიონი - 4-ჯერ
და სხვა უამრავისაქველმოქმედო თუ რეგიონალური ტურნირი.
ინფორმაციის წყარო:wikipedia.org
სტატიის ავტორი: WIShMASTER
- 19 დეკემბერი 2010
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.