კაკა, რამოსი და გაგო გუნდს შეუერთდნენ
დღევანდელ ვარჯიშს 21 ფეხბურთელი დაესწრო.
დღეს დილით მინდორზე სავარჯიშოდ გამოვიდნენ რიკარდო კაკა, სერხიო რამოსი და ფერნანდო გაგო. ეს სამი ფეხბურთელი პირადი მწვრთნელის დავალებებს ისმენდნენ. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში კი კიდევ 18 ფეხბურთელი იყო, მათ შორის კასტილიელი ფეხბურთელებიც: მორატა, ხუანფრანი და პაჩეკო . დუდეკი, იგუაინი, ალოსნო და კანალესი კი სპორტულ დარბაზში დარჩნენ.
დღევანდელი ვარჯიში ძირითადად ბურთის კონტროლს დაეთმო. შემდეგ კი ფეხბუთელები ფიზიკური სავარჯიშოების მწვრთნელის, რუი ფარიას დავალებებს ასრულებდნენ.
- 18 დეკემბერი 2010
- 3 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.