სკანდალი კასილასს და რონალდოს შორის
ესპანეთის სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ თითქოს მადრიდის რეალის ფეხბურთელებს კრიშტიანო რონალდოს და იკერ კასილასს შორის დიდი დაძაბულობა არსებობს.
მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა ჯერ კიდევ, მაშინ როცა კასილასის საცოლემ - სარა კარბონერომ რონალდოს ეგოისტი უწოდა. ამის შემდეგ კრიშტიანომ პასუხი იკერ კასილასს მოსთხოვა. იკერმა ეს საქციელი თავისებურად ახსნა იმით, რომ ეს სიტყვები არის უბრალოდ ჟურნალისტის მოსაზრება. პორტუგალიელი კი ამ ახსნით არ დაკმაყოფილდა. 2 დღის შემდეგ პერესმა ორივე ფეხბურთელი თავის კაბინეტში დაიბარა, სადაც აგრეთვე ვალდანო და პარდესა იმყოფებოდა. მათ ერთად უყურეს კასილასის საცოლეს ვიდეოჩანაწერს და დასკვნა გამოიტანეს, რომ ეს სიტყვები შეურაცმყოფელი არ იყო, თუმცა რონალდო ამითაც არ დაკმაყოფილდა. მას შემდეგ ამ ორ ფეხბურთელს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ კრიშრტიანო კასილასს კიდევ ერთ რაღაცაში ადანაშაულებს. პორტუგალიელის აზრით, სამეფო კლუბის მეკარე არ იყენებს კაპიტნის სტატუს, რათა მხარი დაუჭიროს მაშინ, როცა მასზე ჯარიმას არღვევენ და მსაჯი ამ დროს დუმს. მადრიდელთა გარემარბეგის აზრით, სამეფო კლუბის კაპიტანმა უნდა გაასაჩივროს მსაჯების ბევრი ქმედება და ეს გუნდს ბევრად წაადგება.
კასილასმა as-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასსა და კრიშტიანოს შორის არანაირი პრობლემა არაა და ეს უბრალოდ ჟურნალისტების ჭორებია - ''კრიშტიანო კარგი ადამიანია. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს''.
საინტერესოა, რომ ამ კომენტარის შემდეგ იკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორე თავისი სკანდალური განცხადება, რომ ის დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მესის თვლის - ''ორი წლის წინ მსოფლიოში საუკეთესო რონალდო იყო, მაგრამ დღესდღეობით ეს სტატუსი მესის ეკუთვნის.
კრიშტიანო რონალდოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
სტატიის ავტორი: dato818
- 18 დეკემბერი 2010
- 7 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.