"რეალი" - ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი
"უეფამ" მადრიდის "რეალი" წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდად დაასახელა, რადგან ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ბრწყინვალე 6 შეხვედრა ჩაატარეს...
"ბლანკოსმა" 6 შეხვედრიდან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულდა, გუნდს წაგება არ უგემია. "თეთრებმა" მეტოქეთა კარში 15 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღეს. ნიშანდობლივია, რომ ორივე გოლი გუნდმა "სან სიროზე" გაუშვა, დანარჩენ 5 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.
"რეალი" 2-0 "აიაქსი"
"ოსერი" 0-1 "რეალი"
"რეალი" 2-0 "მილანი"
"მილანი" 2-2 "რეალი"
"აიაქსი" 0-4 "რეალი"
"რეალი" 4-0" "ოსერი"
"ოსერი" 0-1 "რეალი"
"რეალი" 2-0 "მილანი"
"მილანი" 2-2 "რეალი"
"აიაქსი" 0-4 "რეალი"
"რეალი" 4-0" "ოსერი"
"მერენგებმა" საერთო სარეიტინგო ცხრილში 22.357 ქულა მოაგროვეს, მათ ჩამოიტოვეს ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი, რომელმაც 21.700 ქულას მოუყარა თავი, იგივე მაჩვენებლით თავი მოიწონა ლონდონის ჩელსიმ. სრული ცხრილი იხილეთ სურათზე.
- 17 დეკემბერი 2010
- 2 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.