დი მარიას ინტერვიუ
"ზოგი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, მაგრამ მწვრთნელს არ გაუჭირდება ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა"
ვარჯიშის შემდეგ დი მარია მედიას გაესაუბრა. მოთამაშემ განაცხადა, რომ შაბათის შემადგენლობა ძლიერი იქნება მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე ვერ მოახერხებს თამაშს.
"ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდება. არასოდეს მიფიქრია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი და ყველა თამაშში მივიღებდი მონაწილეობას, რადგან მადრიდის "რეალს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. გამიმართლა, რადგან გოლები გავიტანე და ბევრი რამ გავიღე, რათა მეჩვენებინა მწვრთნელისთვის როგორ მინდოდა თამაში. მან მომცა შანსი, რომ გავმხდარიყავი ძირითადის ფეხბურთელი. ასევე მაურინიომ მომცა სიმშვიდე რათა მინდორზე წყნარად მეთამაშა. ამის შემდეგ ყველაფერი იოლად გამომდის. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია ასეც გაგრძელდება."
"ლოს ანჯელესში გამგზავრების შემდეგ გუნდი ერთიანი გახდა. ნელ-ნელა ვძლიერდებით. ჩვენ მჭიდროდ შეკრული გუნდი გვყავს. კრისტიანო რონალდო არის შთამბეჭდავი ფეხბურთელი."
"სევილიას წინააღმდეგ გასამართი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება. ზოგიერთი გამოტოვებს თამაშს, მაგრამ მწვრთნელს არ გაუჭირდება ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა."
"ვალენსიას წინააღმდეგ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. მწვრთნელი გადაწყვეტს რომელ პოზიცაზე ვითამაშებ. არ შემიძლია იგუაინის ან ბენზემას შეცვლა, რადგან ორივე შესანიშნავად თამაშობს. მე სხვა პოზიციებზეც შემიძლია თამაში. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ გამარჯვებაზე, გამარჯვებაზე და გამარჯვებაზე, და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ბევრს მივაღწევთ."
"ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვინც არ უნდა შეგვხვდეს აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. თუ ლასსა და ბენზემას უნდათ ლიონის "ოლიმპიკთან" შეხვედრა მაშინ მეც ასე მინდა."
წყარო: Realmadrid.com
- 16 დეკემბერი 2010
- 2 091
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.