დუდეკი: "რეალში მოურინიოს გამო დავრჩი"
დუდეკი მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის იშვიათი სტუმარი რომ არის, ეს ყველას მოეხსენება. მისი ბოლო გამოჩენა მოედანზე კი ფატალური შედეგით დასრულდა, პოლონელმა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო. მან უკვე გაიკეთა ოპერაცია და გამოჯამრთელების ეტაპზე არის. პოლონელი ჟურნალისტები კი თანამემამულეს ესტუმრნენ და რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
- ოსერის თავდამსხმელთან შეჯახებით მიღებული ტრავმის შემდეგ ლაპარაკი გიჭირდათ(შეგახსენებთ დუდეკმა ყბა დაიზიანა), ახლა როგორ მდგომარეობაში ხართ ?
- შემიძლია, მაგრამ ძალიან იშვიათად ვლაპარაკობ, რადგან მწვავე ტკივილს განვიცდი. ექიმებმა მითხრეს, რომ ყბაში ოთხი სჭვალი (ე.წ. შურუპი) დამიყენეს და ჯერ ყბას ნორმალურად ვერ ვაღებ. მხოლოდ წვნიანების ჭამა შემიძლია.
- შეჯახების შემდეგ მოედნის დატოვება არ გინდოდათ...
- დიახ ასე იყო, ვერც კი წრმოვიდგენდი, რომ ყბა მექნებოდა გატეხილი. თავდაპირველად მეგონა კბილები მქონდა ამოვარდნილი და ექიმს მაგიტომ დავუძახე, ვგრძნობდი ისინი თავის ადგილას არ იყვნენ, როდესაც ის მოვიდა მაშინვე მითხრა, რომ ყბა მქონდა მოტეხილი და საავადმყოფოში წასვლა მომიწია.
- ვისი ბრალი იყო?
- არავისი. როდესაც ბურთის ასაღებად მივრბოდი, ოსერის ფეხბურთელს ვერ ვხედავდი, რადგან ჩემს წინ ალბიოლი იყო, იგი ბოლო წამს გადაურჩა შეჯახებას ჩემთა, ამიტომ ოსერის ფეხბურთელს შევეჯახე და საბოლოოდ დავზიანდი კიდეც.
- სანამ დაზიანდებოდით შესანიშნავად ართმევდით დაკისრებულ მოვალეობას...
- თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ მატჩში მომიწევდა მონაწილეობის მიღება, ამიტომ კარგად მოვემზადე შეხვედრისათვის და არ გამჭირვებია თამაში.
- უკვე რამდენიმე წელია უდიდესი კლუბის სათადარიგო მეკარე ხართ, თქვენ კიდევ შეგეძლოთ მაღალ დონეზე თამაში. არ გიფიქრიათ ამაზე?
- მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად მოურინიო რომ არ დანიშნულიყო, ალბათ მე სხვა კლუბში ვიქნებოდი, მაგრამ არ მინდოდა გამეშვა ჟოზესთან მუშაობის შანსი. ამიტომ კიდევ ერთი წლით დავრჩი სამეფო კლუბში.
- რას წარმოადგენს მოურინიო?
- მოურინიო ფანტასტიურია. ხანდახან ის პირქუში და ამპარტავანი ჩანს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, ხშირად ის ძალიან მეგობრული და თავაზიანია, რაც ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, მან იცის როგორ უნდა მოიპოვოს თავისი შეგირდების პატივისცემა, როდესაც მე ტრავმა მივიღე, ჟოზე მაშინვე მოვიდა საავადმყოფოში და მინახულა. მე ვისმენ მის სემინარებს, ვაკვირდები მის ქმედებებს და ვიმახსოვრებ ამ ყველაფერს, ჩემი აზრით თუ იმას შევიძენ რაც მოურინიოს აქვს ეს დიდი კაპიტალი იქნება ჩემი მომავლისათვის, მე გარკვეული თვისებები რაფა ბენიტესისგანაც ავიღე ლივერპულში ასპარეზობისას. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან. ადრე არ ვინტერესდებოდი ფეხბურთით ასე ღრმად. საერთოდ არც კი მახსოვს როგორ ვვარჯიშობდით ჯერარდ ულიეს ფეინოორდსა და ლივერპულში. მხოლოდ ჩემს თავზე და საკუთარ ვარჯიშზე ვიყავი კონცენტრირებული. ახლა ფეხბურთს სულ სხვა თვალით ვუყურებ, ვსწავლობ ტაქტიკებს და ფეხბურთელებთან მუშაობის მეთოდებს. ვხედავ რა როლს ასრულებს მორალური მომზადება და ა.შ. ეს გახდა ჩემი მოწოდება. რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები თუ რამდენიმე შეხვედრას კიდევ ჩავატარებ რეალის მაისურით, მაგრამ ამ კლუბში სარგებლობის მოტანა სხვა ხერხითაც შემიძლია.
- 16 დეკემბერი 2010
- 2 032
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.