პალერმო იგუანის ნაცვლად
როგორც იცით, არგენტინის ნაკრები ბრაზილიასთან სათამაშოდ დიდი გულისყურით ემზადება, თუმცა საქმე ისაა, რომ შესაძლოა ტრავმების გამო, მარადონას რამდენიმე ფეხბურთელის დახმარების იმედი არ ჰქონდეს.
ტრავმირებულთა შორის დიეგო მილიტო, ხუან სებასტიან ვერონი, სებასტიან ბატალია და ნიკოლას ბურდისო არიან. ამ ფეხბურთელთა შემცვლელად მარადონამ “ბოკა ხუნიორსის” 35 წლის ფორვარდი, მარტინ პალერმო და “ნიუელსის” 36 წლის მცველი როლანდო სკიავი შეიგულა.
“ამ ეტაპზე იგუანსა და რიკელმეს ნაკრებს მიღმა მოუწევთ დარჩენა. რაც შეეხება მარტინ პალერმოს, ის გაცილებით გამოცდილი მოთამაშეა, რაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გადამწყვეტიც შეიძლება აღმოჩნდეს,” - განუცხადა მარადონამ არგენტინული “ოლეს” ჟურნალისტს.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 1 სექტემბერი 2009
- 2 127
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.