"რეალი" ტორესის კანდიდატურას აღარ განიხილავს
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მესვეურები ფორვარდის ძიებაში არიან. მათ არეალში რამდენიმე მაღალი დონის თავდამსხმელია მოქცეული, ერთ-ერთი კანდიდატი ლივერპულელი ფერნანდო ტორესია, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით "მერსისაიდელები" ფერნანადოს არაფრის დიდებით არ შეელევიან...
The Sun-ზე დაყრდნობით "წითლებმა" სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს 95 მილიონი ევრო მოთხოვეს, რაც ძალიან არარეალური თანხაა. ფლორენტინო პერესი მზად იყო ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ უარი მიიღო.
95 მილიონი ძალიან მაღალი ფასია, აქედან გამომდინარე ვალდანო და კამპანია "ელ ნინიოს" ტრანსფერის საკითხს აღარ განიხილავს.
- 15 დეკემბერი 2010
- 2 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.