ლასი : "ყველაფერს ვაკეთებ მაქსიმუმის მისაღწევად"
მადრიდის "რეალის" ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა დღეს საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს გაესაუბრა. მისი თქმით გუნდი წინ მიიწევს და შედეგიც მალე იქნება, თავად იგი კი ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შედის და სათამაშოდ პრაქტიკაც გაცილებით მეტი აქვს...
"მადრიდის "რეალის" ნაწილი ვარ და ეს უკვე უდიდესი მოტივაციაა, ჩემთვის აქ თამაში უდიდესი პატივია. ყოველდღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენო და მწვრთნელს შესაძლებლობები დავანახო. ჩემი სამუშაოს ახლა შეფასება ნაადრევია, ყველაფერს იანვარში გავანაალიზებ. მე ვაგრძელებ მუხლჩაუხრელ მუშაობას და გუნდის დახმარებას, არსად წასვლა არ მსურს, მხოლოდ "ბლანკოსის" დახმარებაზე ვფიქრობ."
"ჩემთვის "ბლანკოსში" ყოფნა კომფორტაბელურია, ამ ბოლო დროს გაცილებით მეტი შანსი მეძლევა და ვფიქრობ, რომ მწვრთნელის ნდობას ბოლომდე ვამართლებ, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები შედეგის მისაღწევად. ერთი თვის წინ გაცილებით ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთესად ვარ ფორმის მხრივაც და ფსოქოლოგიურადაც."
"მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული, ჩვენი მეტოქე "სევილია" იქნება და მათი დამარცხება არასდროსაა იოლი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 3 ქულის მოსაპოვებლად. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, ბევრჯერ მითქვამს, რომ გამთამაშებლად თამაშიც შემიძლია, მაგრამ ყველაზე კარგად თავს მოედნის ცენტრში ვგრძნობ."
"მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია და ამაზე მისი მიღწევებიც მეტყველებს, იგი ნამდვილი გამარჯვებულია და დარწმუნებული ვარ მისი მუშაობის დროს "ბლანკოსი" სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს."
"კრიშტიანო და იკერი ჩვენი გუნდის ლიდერები არიან, მათთან ერთად თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა, რადგან ისინი სასწაულებს სჩადიან."
"მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოვხვდი და გული დამწყდა, მაგრამ "მამლების" დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდესი სიამოვნებაა, ჩვენ გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და იმედი მაქვს მათ რიცხს მეც შევუერთდები. "რეალში" თავის გამოჩენის შემთხვევაში "ლურჯებში" აუცილებლად დავიმკვიდრებ ადგილს, ჩემი სურვილი ეროვნული გუნდის მაისურის მორგებაა."
- 15 დეკემბერი 2010
- 1 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.