გუნდის "სევილიასთან" შეხვედრისთვის ემზადება
ჟოზე მოურინიომ დღეს საკუთარი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეკრიბა "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართა...
მომზადება ფიტნეს მომზადებით დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა ასპექტებზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ტრავამოშუშებული სამი ხედირა, რომელიც 100 % -ით მზად არის და ანდალუსიელებთან თამაშს იგი შეძლებს.
კრიშტიანო რონალდო ცალკე ვარჯიშობდა, ისევე როგორც მაჰამადუ დიარა და რაულ ალბიოლი, ამ ფეხბურთელებმა გუშინ საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. იეჟი დუდეკი, სერხიო კანალესი, გონსალო იგუაინი, რიკარდო კაკა, ფერნანდო გაგო და სერხიო რამოსი კი მომზადებას ტრავმის გამო ტოვებენ.
სესიის დაწყების წინ, ფეხბურთელებმა თავიანთ კაპიტანს ოქროს ხელთათმანის მოგება მიულოცეს.
- 15 დეკემბერი 2010
- 1 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.