ჟოზემ უკვე ხუთ კანტერანოს მისცა შანსი
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს მოსვლამდე, კანტერას ფეხბურთელებს ძალიან მცირე შანსები ეძლეოდათ თავის გამოსაჩენად. იმის შემდეგ, რაც პორტუგალიელი ჩაუდგა გუნდს სათავეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ბოლო წელების განმვავლობაში, სამეფო კლუბი ძალიან ხშირად იცვლიდა მწვრთნელებს. მათგან არცერთს არ მიუცია კანტერანოსთვის თავის გამოჩენის შანსი, როგორც ამას ჟოზე აკეთებს. მან უკვე ხუთი კასტილიელიელი ათამაშა პირველ გუნდში: ხუან კარსლოსი (დეპორტივოსთან), მატეოსი (აიაქსთან). წინა კვირაში კი თავისი შანსები ადანმა და სარაბიამ მიიღეს. აგრეთვე სარაგოსასთან თამაშში თავისი დებიუტი ჰქონდა მორატასაც.
ბოლო მწვრთნელი, რომელიც კანტერას მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, ფაბიო კაპელო იყო. მან პირველ გუნდში გადმოიყვანა მიგელ ტორესი, რომელიც აქტიურად ღებულობდა სამეფო კლუბის სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობას. აგრეთვე ჟოზეს კიდევ ერთ აღმოჩენად გრანერო ითვლება.
ჟოზეს აზრით, ეხლანდელი კანტერანოები ძალიან ნიჭიერები არიან და თუ ისინი გააგრძელებენ თავდაუზოგავად მუშაობას, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
სტატიის ავტორი: dato818
ინფორმაციის წყარო: marca
- 15 დეკემბერი 2010
- 1 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.