"სევილიასთან" შესაძლოა ახალ ტაქტიკას ჰქონდეს "დებიუტი"

ესპანელი ექსპერტების აზრით , ჟოზე მოურინიოს მომდევნო შეხვედრებში სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოუწევს, რადგან მარსელო ვიეირა და ხაბი ალონსო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ...

ერთ-ერთი ვარაუდით მოურინიო სრულად შეცვლის ტაქტიკას და მხოლოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველით ითამაშებს, ეს კი სამი ხედირა ან მაჰამადუ დიარა იქნება. ასეთი სქემით გვარდება პრობლემა, რომელსაც მარჯვენა მცველის პოზიცია ჰქვია. რადგან მარსელო არ არის, მის ადგილას ალვარო არბელოას უწევს თამაში, სერხიო რამოსი ტრავმირებულია, გამოდის, რომ გუნდს მარჯვენა მცველი აღარ ჰყავს, ამ ფუნქციის კარგად შესრულება კი მხოლოდ ლასანა დიარას შეუძლია. თუკი გუნდი ერთ საყრდენს "დაეყრდნობა" მაშინ ლასი მცველად მოგვევლინება.

ამ შემთხვევაში გუნდს უეჭველად ორი ფორვარდით მოუწევს თამაში. ამიტომ დიდი შანსია, რომ კარიმ ბენზემასთან ერთად ძირითად შემადნგელობაში ალვარო მორატაც ვიხილოთ.

ასევე არის მეორე ვარიანტი, კარიმ ბენზემას შესაძლოა კრიშტიანო რონალდო შეუწყვილდეს, პორტუგალიელის პოზიციას კი პედრო ლეონი დაიკავებს და ანხელ დი მარიასთან ერთად შეეცდება ფლანგიდან სიტუაციის გამწვავებას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ანდალუსიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მათთან თამაშის ძალიან გახსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე დიდი შანსია იმისა, რომ მოურინიომ მოედანზე თავიდანვე ორი დიარა პლუს ხედირა გამოუშვას. ლასი მარჯვენა მცველი იქნება, მაჰამადუ და ხედირა კი ცენტრს დაკეტავენ. ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჟოზე.

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2 385
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)