ხოსელუ–"რეალის" ახალი ფეხბურთელი
"რეალის" სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა,რომ გუნდში ახალი ფეხბურთელის მოსვლა სასწაული იქნებოდა და ეს სასწაულიც მოხდა.საქმე ეხება არა ფრენკ რიბერის,რომელიც ბედნიერია "ბაიერნში" და აპირებს ბევრი გოლის გატანას რობენთან ერთად,არამედ 19 წლის თავდამსხმელ ხოსე ლუის მატოს,იგივე ხოსელუს.
ხოსელუ ერთ სეზონს ისევ თავის ყოფილ კლუბ "სელტაში" გაატარებს.ის ითვლება ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელად და არც ისე დიდი ხნის წინ ის გახდა 18 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი,რომელიც ტარდებოდა უკრაინაში.ახლა ხოსელუ იმყოფება ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე,რომელსაც წვრთნის ხუან რამონ ლოპეს კარო.ახალგაზრდული ნაკრები მალე ჩაატარებს მატჩებს პოლონეთთან და ლიხტენშტეინთან,რათა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. "არ შემიძლია ეს შანსი გავუშვა ხელიდან და ასევე კმაყოფილი ვარ,რომ ერთ სეზონს ისევ "სელტაში" გავატარებ.მსურს ამ გუნდს დავეხმარო კარგი სეზონის ჩატარებაში"–განაცხადა ხოსელუმ.
ხოსელუ ამ სეზონს "სელტაში" გაატარებს და ვიგოელები მას ხელფასს არ გადაუხდიან.ამაზე "სამეფო კლუბი" იზრუნებს.იმ შემთხვევაში,თუ ხოსელუ გადავა "რეალის" პირველ გუნდში და ითამაშებს 5 ოფიციალურ შეხვედრას,მადრიდელები "სელტას" გადაუხდიან 1 მლნ.ევროს.ხოლო თუ ფეხბურთელი ჩაატარებს 30 მატჩს,მაშინ უკვე ვიგოელები მიიღებენ 2 მლნ.ევროს."სელტას" ექნება უფლება გამოისყიდოს ფეხბურთელი "რეალიდან",ხოლო თუ ვიგოელებმა უარი განაცხადეს ფეხბურთელის გამოსყიდვაზე და "სამეფო კლუბმა" გაყიდა ხოსელი,ტრანსფერიდან 10%–ს მიიღევს "სელტა".
ახლა კი იმედი ვიქონიოთ,რომ ხოსელუ გაიმეორებს გარაის ბედს,რომელიც ასეთივე სქემით გახდა "რეალის" ფეხბურთელი.
მომავლის თავდამსხმელი
ხოსელუ დაიბადა 1990 წლის 27 მარტს სილიედაში(პონტევედრა).მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო ხუვენილესში,მაგრამ შემდეგი სეზონი გაატარა "სელტა ბ"–ში,რომლის მწვრთნელიც გახლდათ "კასტილიის" ახლანდელი მწვრთნელი ალეხანდრო მენენდესი.მენენდესთან ერთად ხოსელუს ჰქონდა ბევრი სათამაშო დრო და სეზონის ბოლოს ის გახდა ძირითადის უცვლელი წევრი.
კარგი თამაშის წყალობით ის გახდა პირველი გუნდის ფეხბურთელი,მიუხედავად პატარა ასაკისა.ის გამოიძახეს "სელტა ბ"–ში ამხანაგური მატჩისთვის "პონტევედრასთან",სადაც მან გაიტანა 3 გოლი და მოუტანა გუნდს გამარჯვება.ფეხბურთელის ასეთმა თამაშმა აღაფრთოვანა მწვრთნელები და ხოსელუს დებიუტი შედგა მეორე დივიზიონში "ლას პალმასის" წინააღმდეგ და ამის შემდეგ გახდა ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი.
"რეალის" ახალი ფეხბურთელი არის მაღალი კლასის,უმაღლესი ტალანტის და ტექნიკის მქონე.აქვს ასევე უდიდესი პოტენციალი.ის კარგად თამაშობს როგორც ოროვე ფეხით,ასევე თავითაც.გალისიაში მას მარკო ვან ბასტენსაც ადარებენ.
ინფორმაციის წყარო:As.com
- 1 სექტემბერი 2009
- 2 062
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.