"ინტერი" კვლავ ინტერესდება მაჰამადუს შეძენით
მოგეხსენებათ, უკვე 2 წელია მილანის "ინტერი" მაჰამადუ დიარას შეძენით არის დაინტერესებული, მასიმო მორატი ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს ცდილობდა მალელი ნახევარმცველის საკუთარ კლუბში გადაყვანას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა...
Sky Italia-ზე დაყრდნობით, იტალიელთა პრეზიდენტს კვლავ სურს შავკანიანი მოთამაშის "შავ-ლურჯებში" ხილვა და ამისათვის 10 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. რაფაელ ბენიტესის გუნდს მოედნის ცენტრში არც ისე ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გუნდს მაინც სურს მაჰამადუს გადაბირება.
გაგო, ალონსო, ლასი, ხედირა, გრანერო და მაჰამადუ. ალბათ ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ 6 ერთი და იგივე პოზიციის ფეხბურთელი არც ისეთი დონის გუნდს სჭირდება, როგორიც "ბლანკოსია". ყველა ექსპერტი ვარაუდობს, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შეგირდი აუცილებლად გამოემშვიდობება ესპანეთის დედაქალაქს, ყველაზე მეტად კი სწორედ მალელი ათლეტის სახელი ფიგურირებს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- 14 დეკემბერი 2010
- 1 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.