საშობაო "შოპინგი"
სატრანსფერო ციებ-ცხელება "მადრიდულად" გრძელდება... სამეფო კლუბი კვლავ განაგრძობს საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას ახალი ფეხბურთელებით, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში და მე-10 ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოაბრძანოს პირინეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.
გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალმა" სატრანსფერო ბაზარზე 80 მილიონი ევრო დახარჯა. სამეფო კლუბის სელექციონერებმა გუნდში ახალგაზრდა და გამოუცდელი, ჯერ კიდევ დაღვინების პროცესში მყოფი ფეხბურთელები შეიძინეს, რომელთა საშუალო ასაკი 23 წელს არ აღემატება (სერხიო კანალესი, პედრო ლეონი, ანხელ დი მარია, მესუტ ოზილი და სამი ხედირა).
როგორც ასეთი, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდელთა განსაკუთრებულ აქტიურობას არ უნდა ველოდეთ, მაგრამ ბოლო ხანებში მადრიდელთა რიგებში ის ადგილები გამოიკვეთა, რომელთაც გაძლიერება სჭირდებათ.
მეკარე
მოდით ვაღიაროთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის "რეალში" ხელშეუხებელი ფიგურაა. ამის მიუხედავად არსებობს გარკვეულ მიზეზთა ჯგუფი, თუ რატომ სჭირდება ამ პოზიციაზე სამეფო კლუბს ახალი სახე. დავიწყოთ იმით, რომ 2011 წლის ივნისში "ბლანკოსის" რიგებს ვეტერანი პოლონელი მეკარე, იერჟი დუდეკი დატოვებს. გარდა ამისა, "თეთრებს" კასილასის დუბლიორად სტაბილურად მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი სჭრიდებათ, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში იკერს ღირსეულ დუბლიორობას გაუწევს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბმა რომელიმე ახალგაზრდა ნიჭიერი გოლკიპერი გადმოიბიროს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მადრიდის "რეალის" კანტერაში რამოდენიმე ნიჭიერი მეკარე ირიცხება, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ კასილასის დუბლიორობა, თუმცა თუ სამეფო კლუბის მესვეურთა პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ეს ძნელად სავარაუდოა.
დაცვა
მიუხედავად მოურინიოს ურყევი მხარდაჭერისა, მადრიდის "რეალის" მარცხენა დაცვის ხაზში პრობლემები იკვეთება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით კატალონიის "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც მადრიდელებმა სამარცხვინოდ წააგეს.
მხოლოდ ალვარო არბელოას იმედზე ყოფნა სამეფო კლუბს არაფერს არგებს. "ბლანკოსის" ხელმძღვანელები დიდი ხანია ცდილობენ მსოფლიოს ორი საუკეთესო მარცხენა მცველის, პატრის ევრასა და ეშლი კოულის გადმობირებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მადრიდელები უკვე ხმამაღლა საუბრობენ.
გარდა ამ ორი გამოცდილი ფეხბურთელისა, მოურინიომ თვალი მისთვის კარგად ნაცნობ 19 წლის ნიჭიერ ფლანგელს, დავიდე სანტონს დაადგა, რომელიც მილანის "ინტერში" ირიცხება. ეს ახალგაზრდა, მოაზროვნე ფეხბურთელი მადრიდის "რეალისთვის" ალტერნატიული ვარიანტია.
იგივე მდგომარეობაა ფაბიო კოენტრაოსთანაც. ეს ახალგაზრდა მოთამაშე მარსელოს შემტევ პოტენციალში კი ჩამოუვარდება, თუმცა დაცვის ხაზში ბრაზლიელთან აშკარა უპირატესობით სარგებლობს.
რაც შეხეება დავიდ ლუისს, ეს ფეხბურთელი ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებთან შედარებით ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია სამეფო კლუბისთვის. 23 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდი უდავოდ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და შესაბამისად მისი სატრანსფერო ფასიც საკმაოდ მაღალია, იგი 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ნახევარდაცვა
მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო სეზონზე მადრიდის "რეალის" ინტერესის სფეროში უამრავი ნახევარცველია მოქცეული. ყველა იმაზე საუბრობს, რომ სამეფო კლუბში უამრავი ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც "რეალი" თავის სასარგებლოდ ვერ იყენებს. მაგალითად სერხიო კანალესი, რომელმაც ვერადავერ მოიკიდა ფეხი "ბლანკოსში", პედრო ლეონი, მამადუ დიარა და ესტებან გრანერო - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ლამობენ, თუმცა ამაოდ...
გუნდშია რიკარდო კაკა, უნივერსალური ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედაც ითვლებოდა, თუმცა ბრაზილიელი ნახევარცველი მუხლის ტრავმის გამო მადრიდის "რეალის" დახმარებას უკვე 4 თვეა რაც ვერ ახერხებს.
სამეფო კლუბის სელექციონერთა მონიტორინგის ქვეშ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოექცა: ხავიერ პასტორე, რომელიც "პალერმოს" რიგებში ასპარეზობს და ახლად ამობრწყინებული უელსელი სუპერვარსკვლავი, ტოტენჰემ "ჰოტსპურის" ლიდერი - გარეტ ბეილი.
ამ ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ასტრონომიულად დიდი თანხაა ასეთი გამოუცდელი მოთამაშეებისთვის.
თავდასხმა
ეს არის პოზიცია, რომელიც ყველაზე დიდი მითქმამოთქმის საგანია ხალხში...
გონსალო იგუაინის ტრავმამ, კარიმ ბენზემას საშუალება მისცა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ წარმოეჩინა, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი თავისი პოტენციალის ნახევრის გამოვლენასაც ვერ ახერხებს, რაც მისი მარგი კოეფიციენტის დონეს ამცირებს. ჟოზე მოურინიოს თვალთახედვის არეში 4 ფორვარდი იმყოფება, უგო ალმეიდა, ასამოა გიანი, სამუელ ეტო'ო და დიეგო მილიტო.
ძნელად სავარაუდოა, რომ ეტო'ომ 'სანტიაგო ბერნაბუზე' გადმობარგება ისურვოს, თუმცა მისი და ჟოზეს ჰარმონიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
დიეგო მილიტო იგუაინის ალტერნატიული ვარიანტია, თუმცა არგენტინელ ფორვარდზე სათუო "სამუს" ' გამადრიდისტებაა. პერესს შეუძლია დღესვე დაუკავშირდეს მასიმო მორატის და ეტო'ოს გამოსყიდვა შესთავაზოს...
"ვოლფსბურგის" ბოსნიელი შემტევი ედინ ჯეკო სამეფო კლუბის მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდელები უკვე მეორე წელია ავლენენ, თუმცა მისი გამადრიდისტება ყოველ წელს ძვირდება, მისი ფასი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე 40 მილიონ ევროს უტოლდება.
ამ ფეხბურთელთა გარდა, მადრიდის "რეალი" ორ 'მანჩესტერელ' მოთამაშეს აკვირდება. ეს ფეხბურთელები არიან: კარლოს ტევესი და ემანუელ ადებაიორი. ტოგოელი ფეხბურთელი "სიტიში" აშკარა იგნორირებას განიცდის, აი რაც შეეხება ტევესს, მას ტიტულების მოგება სურს და შესაბამისად კლუბის დატოვება აქვს განზრახული. სავარაუდოა, ამ ორი მოთამაშიდან რომელიმე მადრიდულ გრანდში აღმოჩნდეს.
ტევესის 'გამადრიდისტება' ყველაზე აქტუალური თემაა. სამეფო კლუბის სელექციონერები, ამ არგენტინელი მოთამაშის გადმოსაბირებლად ყველაფერს აკეთებენ.
მომსვლელი: კარლოს ტევესი.
წამსვლელი: ფერნანდო გაგო, სერხიო კანალესი.
სერხიო რამოსი - პეპე - კარვალიო - მარსელო
ხედირა - ხაბი ალონსო
დი მარია - ოზილი - კრიშტიანო რონალდო
იგუაინი/ტევესი
By Kevlish...
- 13 დეკემბერი 2010
- 2 967
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.