დი მარია: "ლამაზი გოლი გამომივიდა"
სამეფო კლუბის არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გახარებულია ხავიერ აგირეს დამოძღვრილი გუნდის კარის აღებით. ანხელის აზრით მას ლამაზი გოლი გამოუვიდა, რომელიც ყოველთვის კარგად გაახსენდება...
"არ მოველოდი მომენტს, რომელიც შემექმნა, ყველაფერი უცებ მოხდა და დასკვნით ფაზაში კარგად ვიმოქმედე. იმის გარდა, რომ გოლის გატანა შევძელი იმით ვარ გახარებული, რომ ძალიან ეფექტური მომენტი იყო და ლამაზად ავიღე მეკარე ფრანკოს კარი."
"გუნდმა პირველ ნახევარში გაცილებით უფრო კარგად ითამაშა და ეს შედეგზეც აისახა, მასპინძლები მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდნენ და თერთმეტმეტრიანსაც გამოკრეს ხელი."
"სამწუხაროა, რომ გოლი გავუშვით და კასილასმა საიუბილეო შეხვედრაში მშრალად ვერ შეინახა კარი, მაგრამ მთავარი მაინც გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იყო, ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას."
- 13 დეკემბერი 2010
- 1 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.