კასილასი : "400 შეხვედრის ჩატარება არც ისე იოლია"
სამეფო კლუბის კაპიტანმა, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ 400 შეხვედრის ჩატარება მადრიდის "რეალის" მაისურით არც ისე იოლია და დღევანდელი დღით ძალიან ბედნიერია...
"ეს შეხვედრა ჩემთვის მე-400 იყო , არც ისე იოლია ამდენი შეხვედრის ჩატარება. გავა დრო და ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად დამრჩება, მე კიდევ ბევრ მატჩს გავმართავს "ბლანკოსის" მაისურით. დღევანდელი დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო."
"მორატა ბრწყინვალე ახალგაზრდაა, მან კარგად ითამაშა და დებიუტი მივულოცე, დარწმუნებული ვარ ერთი წლის შემდეგ იგი ძირითადი გუნდის წევრი იქნება. ასევე ვფიქრობ, რომ რომ ალვაროსთან ერთად რამდენიმე "კანტერანო" გახდება მთავარი გუნდის წევრი."
"გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც თავიანთი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ, რადგან ისინი ახალგაზრდები არიან, ჟოზე მოურინიოს ხელში ყველაფერი წესრიგში იქნებდა და ეს მოთამაშეები კიდევ უფრო მეტად გამოავლენენ პოტენციალს. სამეფო კლუბი ნებისმიერ დროს სახიფათოა."
- 13 დეკემბერი 2010
- 1 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.