მორატა: "ამ მაისურს 20 მილიონ ევროდაც არ გავყიდი"
"სარაგოსასთან" მატჩის შემდეგ, ალვარო მორატამ განაცხადა, რომ მისი დებიუტით უბედნიერესია, 29 ნომრიან მაისურს კი 20 მილიონ ევროდაც არ გაყიდის, რადგან ეს მაისური მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება...
"უბედნიერესი ვარ, ეს იყო ენით აღუწერელი გრძნობა, ბერნაბეუზე შევდგი ფეხი და ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე როგორებიც კრიშტიანო, მარსელო, ლასი და ალონსო არიან. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო. დღევანდელ უბედნიერეს დღეს ჩემ მეგობრებს, მშობლებს და მარტას ვუძღვნი (მარტა მისი და არის)."
"ეს მაისური შეუფასებელია, 20 მილიონი ევროც, რომ შემომთავაზონ, მე 29 ნომერს არ შეველევი, რადგან "ბლანკოსის" ფორმა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო მოვიდა და წარმატებული დებიუტი მომილოცა."
- 13 დეკემბერი 2010
- 1 997
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.