მორატა რაულის გზას ადგას
16 წლის წინ, 1994 წლის 29 დეკემბერს რაულ გონსალეს ბლანკოს დებიუტი ჰქონდა სარაგოსაში-რომაროდეს სტადიონზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ყველა სტადიონზე მადრიდის რეალის აღზრდილ - მორატას გამოჩენას ელოდება. დაადგება კი ის რაულის გზას??
დარწმუნებული ვარ ყველა რეალის გულშემატკივარს, სურს რომ გუნდში იყოს, რაც შეიძლება მეტი რეალის აღზრდილი, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მოურინიომ ჩვენზე უკეთ იცის რა გააკეთოს. მას ჩვენზე უკეთ ესმის, რომ რეალის ფილოსოფია უფრო იცის კანტერანომ ვიდრე იგივე ოზილმა და ხედირამ, მაგრამ მზად არიან კი კასტილიელები სერიოზული გამოწვევისთვის?? არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ იცის ჟოზემ, რომ პორტუგალიელი ყველაფერს სწორად აკეთებს. მან იცის თუ რომელ თამაშში, ვინ გამოიძახოს და ვინ ათამაშოს. ისიც იცის, თუ როგორ ჩამოაყალიბოს ნიჭიერი ფეხბურთელი დიდებულად. მოდი ჩვენც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ გავაკრიტიკებთ მადრიდის რეალის თავკაცს, თუ რატომ არ ათამაშებს ამა თუ იმ კანტერანოს პირველ გუნდში.
სანამ იგუაინი ტრავმირებულია, კასტილიის თავდამსხმელი ალვარო მორატა ითვლება რეალის მეორე თავდამსხმელად. რა თქმა უნდა მოურინიო უარყოფს ამას. ის ამბობს, რომ ალვარო ჯერ მზად არ არის, მაგრამ ჟოზეს ქმედებები საწინააღმდეგოზე მოქმედებს. ჩემი აზრით, ჟოზე მართალია ამ საკითხში. მორატა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ეხლა იმაზე საუბარი, რომ ახალგაზრდა ესპანელმა დაიმსახურა პირველ გუნდში თამაში და რომ მასზე დიდი იმედები მყარდება, თვითონ კანტერანოზე იმოქმედებს უარყოფითად. ეს ეხება არამარტო მორატას, ჟოზეს იგივე დამოკიდებულება აქვს სარაბიასა და ყველა კასტილიელის მიმართ.
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაშში, ჟოზე მოურინიომ ალვაროსთან ერთად გამოიძახა კიდევ ერთი კანტერა, სარაბია, სწორედ მას ხვდა წილად ეს ბედნიერება და ის შევიდა მოედანზე. სასიხარულოა, რომ პაბლომ თავისი თავი მადრიდის გულშემატკივრებს კარგი თამაშით დაამახსოვრა. მაგრამ ამის შემდეგ სარაბია დაბრუნდა კასტილიაში, მორატამ კი განაგრძო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში.
პორტუგალიელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანტერადან მხოლოდ მათ გამოიძახებს პირველ გუნდში, რომლებიც 100% პროცენტით მზად იქნებიან სათამაშოდ. დადგა შაბათი და აი მორატა კვლავ განაცხადშია. როგორც მადრიდელების თავკაცმა განაცხადა, ალვარო მის წინ იჯდება. ის ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს მოედანზე. თავის მხრივ ახალგაზრდა კანტერანო დაელოდება თავის შანს.
ალვარო მორატა წელევანდელ სეზონში უკვე მესამეჯერ აღმოჩნდა მადრიდის რეალის პირველი გუნდის განაცხადში. მანამდე ეს მოხდა აიაქსთან, ვალენსიასთან და ოსერთან. თუმცა მას ჯერ არ უგემია სამეფო კლუბის შეხვადრაში ბურთის გაგორება.
რა თქმა უნდა, ჯერ ის თავს კასტილიელად თვლის. ალბათ, მან დღეს ჩართო ტელევიზორი და ''კასტილია'' - ''ბოდახოზის'' შეხვედრას უყურა. ეს ბუნებრივია, ის მადრიდის რეალის აღზრდილია. მან იცის რას ნიშნავს მადრიდელი ადამიანისთვის სამეფო კლუბი. ალვაროს ესმის გუნდის ფილოსოფია. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ალვაროსთვის, როგორც თითქმის ყველა კასტილიელისთვის, სამაგალითო ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკოა. სწორედ რაულმა 16 წლის წინ, 1994 წლის 29 დეკემბერს რომაროდეს სტადიონზე პირველი თამაში ჩაატარა რეალის მაისურით და დღეს ელ კაპიტანო სამეფო კლუბის ცოცხალი ლეგენდაა. ვნახოთ, იქნებ მორატასაც იგივე ბედი ელის.
სტატიის ავტორი: dato818
- 12 დეკემბერი 2010
- 1 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.