"სარაგოსას" ისტორია
დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" XV ტურის მატჩს გამართავს "პრიმერა" დივიზიონის აშკარა აუტსაიდერთან - "სარაგოსასთან". გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...
სრული სახელი: Real Zaragoza, S.A.D.
ზედმეტსახელი: Blanquillos,Maños(სამწუხაროდ ამ სიტყვების თარგმნა ვერ მოვახერხე)
დაარსების თარიღი: 1932 წლის 18 მარტი
სტადიონი: "ლა რომარედა" , ქალაქი არაგონი (ტევადობა - 34 596)
პრეზიდენტი: აგაპიტო იგლესიასი
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
Real Zaragoza, S.A.D. - ეს არის ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ არაგონიდან, რომელიც 1932 წლის 18 მარტს დაარსდა. 78 წლიანი არსებობის ისტორიაში კლუბი "ლა ლიგის" მუდმივ ბინადარად იქცა. იშვიათად უწევდა დაბალ დივიზიონებში თამაში. ესპანური კლუბების კლასიპიკაციაში მეცხრე ადგილს იკავებს. "სარაგოსას" 6-ჯერ აქვს მოგებული "კოპა დელ რეი", აგრეთვე მას უამრავი სხვა თასი აქვს მოპოვებული. ერთი სიტყვით XX საუკუნეში კლუბი ანგრიშგასაწევი ძალა იყო.
60-იან წლებამდე "სარაგოსას" ისტორიაში რამე განსაკუთრებული არ მომხდარა. ყურადღება მარტო იმაზე შეიძლება გამახვილდეს, რომ თავდაპირველად არაგონში ჩამოყალიბდა 2 საფეხბურთო კლუბი 1930 წელს - Iberia SC და Real Zaragoza CD. ეს კლუბები 1932 წელს გაერთიანდა და ამჟამინდელი სახელი ეწოდა.
1957 წელს კი კლუბმა ძველი სტადიონი "ტორერო" დატოვა და ახალ "ლა რომარედაზე" გადავიდნენ.
60-იანი წლები კლუბის ისტორიაში ყველზე წარმატებული იყო. 1960 წლიდან მოყოლებული 1969 წლამდე მათ "ლა ლიგაში" III,IV,V,IV,III,IV,V,V ადგილები დაიკავეს. ამ დონის კლუბისთვის ეს ძალზედ დიდი წარმატება იყო. სწორედ ამ ათწლეულში "სარაგოსა" 4-ჯერ გავიდა "კოპა დელ რეის" ფინალში და 2-ჯერ მოიგო.ამ წლებში არაგონელებს "დიდებულებს" ეძახდნენ. სანტოსი, ვილა, მარსელინო, კანარიო, ლაპერტა, რეიხა და ვიოლეტა - ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც "სარაგოსა" პრაქტიკულად 60-იანი წლების გრანდად აქციეს. ხუან სემინარიო "სარაგოსას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც "პიჩიჩის" ტიტული აქვს მოგებული. მან 1961-1962 წლებში 25 გოლის გატანა მოახერხა 30 მატჩში.
70-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის იდეალური იყო. მათ კვლავ დაიკავეს მესამე ადგილი. 1974 წელს კი ბოლო ტურში დათმეს ჩემპიონობა "რეალთან". ამ ათწლეულში მათ კიდევ 2 "კოპა დელ რეი" მოიგეს. გაგიკვირდებათ და 1995 წლის 10 მაისს "სარაგოსამ" UEFA-ს თასიც მოიგო. მან "ჯანდაბის" გზას გაუყენა ისეთი გუნდები, როგორიცაა "ჩელსი", "არსენალი" და"ფეინოორდი". ამის შემდგომ კლუბის დაცემა დაიწყო. ისინი პრაქტიკულად "ლა ლიგაში" ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ.
2000 წლიდან 2010 წლამდე კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. თითქმის ყოველ სეზონში ერთნაირად გამოდიოდა და ცხრილის შუაში "მეფობდა". დადგა 2010 წელი. კლუბი დიდ გასაჭირში ჩავარდა. "სარაგოსა" ამ წუთისთვის ბოლო ადგილს იკავებს და "ლა ლიგიდან" გავარდნის უპირველესი კანდიდატია. სავარაუდოდ დრევანდელი მატჩიდან გამომდინარე არაფერი შეიცვლება.
ტიტულები:
"კოპა დელ რეი" - 6-ჯერ
ესპანეთის სუპერთასი - 1-ჯერ
UEFA-ს თასი - 1-ჯერ
"სეგუნდა" დივიზიონი - 1-ჯერ
და ასევე უამრავი საქვემოქმედო თუ რეგიონალური თასი...
"სარაგოსას" არსებობის ისტორიაში 56 სეზონი "ლა ლიგაში", 16 "სეგუნდაში", ხოლო 4 "ტერკერაში" აქვს გატარებული.
საუკეთესო მაჩვენებელი "ლა ლიგაში" - II ადგილი 1974-1975წლებში
ყველაზე უარესი მაჩვენებლი "ლა ლიგაში" - XX ადგილი 2001-2002 წლებში
"ლა ლიგის" კლასიპიკაცია - IX ადგილი
ყველაზე მეტი მატჩი კლუბის სახელით - აგუადო(473) , ვიოლეტა(471), ხუან მანუელ ვილა(382)
ყველაზე მეტი წუთი კლუბის სახელით - აგუადო(33 480) , ვიოლეტა (29 082), სენორი(26 984)
ყველაზე მეტი გოლი - მარსელინო(117), მურილიო(113), პიჩი ალონსო(112)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში - ევერტონი(28) , სემინარიო(25)
უცხოელი ფეხბურთელი,რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - გუსტაო პოიეტი(239, 63 გოლი)
ყველაზე მეტი წითელი ბარათი - აგუადო(18), კუარტერო(8), ბელსუე(6)
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სახლში - "სარაგოსა" 8-1 "სევილია" (1987-1988)
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება გასვლაზე - "ელჩე" 2-7 "სარაგოსა" (1961-1962)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება სახლში - "სარაგოსა" 1-7 "რეალი" (1987-1988)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება გასვლაზე - "ატლეტიკი" 10-1 "სარაგოსა" (1951-1952)
სტატიის ავტორი:WIShMASTER
- 12 დეკემბერი 2010
- 1 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.