ჟოზეს პასუხი
მადრიდის რეალის მწვრთნელმა თავის პრესკონფერენციაზე დანი ალვეშს და კლაუს ბო ლარსენს უპასუხა. აგრეთვე პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა კანტერაში არსებულ სიტუაციაზე.
დანი ალვეში: ''მოურინიოს კომენტარების მიხედვით გეგონებათ, რომ ფეხბურთი მისი გამოგონილია''
ჟოზეს პასუხი: ''ისე, ჭკვიანი ადამიანებისგან ბევრ რამეს ისწავლი. აინშტაინიც კი ვერ გამოხატავდა თავის აზრს უკეთესად. კიდევ სიმართლეა ის, რომ ბრაზილია აღმოაჩინა პორტუგალიელმა. ალვეშს სრულიად ვეთანხმები, ფეხბურთი მე არ გამომიგონია.
კლაუს ბო ლორსენი: ''რონალდო საშინელი მოთამაშეა. იგი სულ ცდილობს მიიღოს საჯარიმოს შესრულების უფლება. მისი საჯარიმო დარტყმების შედეგები ყველასათვის ცნობილია. რონალდოს ავტორიტეტი მსაჯებს სწორად განსჯაში ხელს უშლის, რაც რა თქმა უნდა არასწორია. ფიფამ უნდა იზრუნოს მსაჯებზე, რათა რონალდოსნაირებმა ისინი არ დაჩაგრონ''.
ჟოზეს პასუხი: '' ბო ლორსენი ჭკვიანი გამოდგა. მან იცის როგორ გაიკეთოს რეკლამა. აი მაგალითად არავინ არ იცნობდა ამ მსაჯს დღემდე, არც კი იცოდნენ, რომ მან უკვე კარიერა დაასრულა. დღეს კი კლაუსზე მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. ეს გასაკვირი არაა, საუკეთესო ფეხბურთელები ხშირად ხვდებიან ასეთ სიტუაციაში.
კანტერა: '' მე მორატას იმედი მაქვს, მას გააჩნია დიდი ტალანტი და თუ სურს წარმატებული ფეხბურთელი იყოს, ბევრი უნდა იმუშაოს. კანტერას ფეხბურთელებს მაშინ ვიძახებ პირველ გუნდში, როცა ისინი 100%-ით მზად არიან. დღესდღეობით კასტილიაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მათ სტაბილურობა აკლიათ. მე ვაპირებ ისინი ძლიერ ფეხბურთელებად ჩამოვაყალიბო.
სტატიის ავტორი: dato818
ინფორამაციის წყარო: as
- 12 დეკემბერი 2010
- 2 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.