ვანდერვაარტმა დაადასტურა რომ მადრიდში რჩება.
რაფაელ ვანდერვაარტს კლუბის ხელმძღვანელობამ სხვებისგან განსხვავებით მეორე შანსი მისცა და ის მოულოდნელად მადრიდის რეალში რჩება.
"ორშაბათს მე და ჩემს აგენტს გვქონდა შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან და მთავარ მწვრთნელთან,ჩემთვის მოულოდნელად მათ მთხოვეს,რომ დავრჩენილიყავი,რადგან პრობლემა იყო არა ჩემში არამედ იმაში რომ გუნდში გადამეტებული ფეხბურთელების რაოდენობა იყო.ეხლა გუნდში 23-ფეხბურთელია და ჩემი ადგილიც გამოჩნდა.
პელეგრინიმაც ამიხსნა სიტუაიცია და მითხრა,რომ თუ ვიბრძოლებ აუცილებლად ვითამაშებ.სეზონი გრძელია და ყველას ექნება თავის გამოჩენის შანსი,მათ შორის მეც.ასე რომ მინდა ვთქვა რომ მადრიდში ვრჩები და უბრუნდები გუნდს."
ჰუნტელაარის,სნეიდერის და რობენის გაყიდვის შემდეგ,ყველას ეგონა რომ რაფაელიც დატოვებდა გუნდს,თუმცა რადგან ფეხბურთელთა როდენობა შემცირდა,მისი ადგილი გუნდში გამოჩნდა.პელეგრინი მოისაზრებს რაფაელს,როგორც კაკას შემცვლელს ცენტრში,რადგან ვანდერვაარტს კარგი ტექნიკა და დარტყმა აქვს,სეზონი გრძელია,რეალს მოუწევს სამ ტურნირში მონაწილეობა,ასე რომ ვანდევაარტი საკმაოდ ბევრს ითამაშებს.
მას სხვებისგან განსხვავებით მოულოდნელად,მაგრამ მიეცა მეორე შანსი და ის ყველაფერს გააკეთებს,რომ ეს შანსი გამოიყენოს.რაფაელმა ასევე დაადასტურა რომ რეალში ისევ 23-ნომრით ითამაშებს.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 1 სექტემბერი 2009
- 1 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.