დიარა : "წასვლა არ მსურს, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს
მალელმა საყრდენმა, მაჰამადუ დიარამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" წევრობა ძალიან ბევრს ნიშნიავს, მაგრამ მისთვის მთავარი არა გუნდის სახელი, არამედ თამაში და სათამაშო პრაქტიკაა...
"მე ამ გუნდში მრავალი წელია ვირიცხები და ბევრი წარმატებისთვისაც მიმიღწევია. როდესაც აქ მოვედი საერთოდ სხვა სიტუაცია იყო და ყველა მენდობოდა. ვფიქრობ, ნდობას ვამართლებდი და მაღალ დონეზე ვასპარეზობდი, მაგრამ შემდეგ მძიმე ტრავმა მივიღე, ამის შემდეგ კი არცერთი მწვრთნელი აღარ მენდო რაც ჩემთვის დამრთგუნველია. უკვე დიდი ხანია ვუცდი ჩემ შანსს, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშზე მეძლევა ბურთთან შეხების და სირბილის საშუალება, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი."
"რამდენიმე მსურველი მყავს და ზამთარში აუცილებლად განვიხილავ ვარიანტებს, რადგან სხვა გზა არ დამიტოვეს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ აქაურობა ძალიან მიყვარს და არ მსურს "ბლანკოსის" დატოვება, მაგრამ ჩემთვის მთავარი სათამაშო დრო და მოედანზე ასპარეზობაა."
"ვგონებ, შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ამას სხვა კლუბში აუცილებლად დავამტკიცებ, ჩემი აზრით "მერენგების" კარი მაჰამადუსთვის დაკეტილია და აქ ნორმალურად ასპარეზობის შანსი მე აღარ მაქვს."
"ოსერთან შეხვედრაში გუნდის კაპიტნობა უდიდესი პატივი იყო და ეს დღე არასდროს დამავიწყდება, მეამაყება, რომ სანტიაგო "ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე კაპიტნის სამკლაურით გავედი, ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის უდიდესი ბედნიერებაა."
- 11 დეკემბერი 2010
- 2 377
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.