სარაგოსას ალბიოლის იჯარით შეძენა სურს
სამეფო კლუბის მცველებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ კლეპერ პეპემ შესაძლოა გუნდი დატოვოს და სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს სათამაშოდ. დღეს კი კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ესპანელ რაულ ალბიოლს ეხება...
"სარაგოსას" მესვეურებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაცვის გაძლიერება განუზრახავთ, რადგან გუნდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მაღალკვალიფიციური მცველის დამატებას საჭიროებს."
"გავრცელებული ინფორმაციით პერესს არაგონელებმა უკვე შესთავაზეს ალბიოლის გაყიდვა და 12 მილიონი ევრო, მაგრამ მწარე უარი მიიღეს, ახლა კი სხვა ხერხით ცდილობენ რაულის გადაბირებას."
"საქმე იჯარას ეხება, რომელიც 6 თვიანი იქნება. "სარაგოსას" ძალიან სურს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და ამისათვის ყველა ღონეს ხმარობს. მათ ალბიოლის 6 თვით წაყვანა სურთ, სანაცვლოდ კი 2.5 მილიონ ევროს ჩამოდიან. ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ არსებობს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."
- 11 დეკემბერი 2010
- 1 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.