ბოლო ვარჯიში "სარაგოსამდე"
პირველ გუნდს შეურთდნენ პაჩეკო და მორატა
მადრიდის "რეალის" პირველი გუნდის 19 მოთამაშეს მორატა და პაჩეკო შეუერთდნენ ბოლო ვარჯიშში სარაგოსაში გამგზავრებამდე, სადაც მატჩი კვირას "ლა რომალედაზე" გაიმართება. ვარჯიშში დუდეკს, ხედირას, კანალესს, იგუაინს, გაგოსა და კაკას არ მიუღიათ მონაწილეობა ტრავმების გამო.
მუშაობის პირველ ეტაპს, რომელიც ძირითადად ბურთთან მუშაობას შეიცავდა, რუი ფარია უძღვებოდა. მოთამაშეები სხვადასხვა ფერის წინსაფრებს ატარებდნენ, თუმცა ერთ ჯგუფად ვარჯიშობდნენ სანამ ბურთთან მუშაობაზე არ გადავიდნენ. სესია როდესაც დაიხურა მედიისთვის, გუნდი ისევ განაგრძობდა მზადებას "სარაგოსასთვის", რომელიც ბოლოსწინა თამაში იქნება საშობაო შესვენებამდე.
წყარო: realmadrid.com
- 11 დეკემბერი 2010
- 1 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.