სნეიდერი: ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები რეალი და ინტერი არიან
სნეიდერს უკვე ჰქონდა დებიუტი მილანის ინტერის შემადგენლობაში. მან დატოვა სამეფო კლუბი და გადავიდა სათამაშოდ იტალიაში. ჰოლანდიელის კლუბმა მილანური დერბი მოიგო ანგარიშით 4-0. ამ ფაქტით თავად უესლი ძალიან გახარებული გახლდათ და მისი აზრით ინტერში იგი დიდ წარმატებებს მიაღწევს.
,,ბედნიერი ვარ ინტერში, რომ გადმოვედი, აქ ძალიან კარგი დახვედრა მომიწყვეს, შესანიშნავი სიტუაციაა, ინტერი კიდევ ერთხელ აპირებს იტალიის ჩემპიონატის მოგებას, მაგრამ მაურინიომ უკვე დასახა მიზანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შეეხება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტურნირში გასამარჯვებლად”.
,,ჯგუფურ ეტაპზე ბარსელონას წინაამღდეგ მომიწევს თამაში და ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს ნოუ კამპზე გოლს გავიტან, მე რეალის ფეხბურთელი ვიყავი და კატალონიელთა წინაამღდეგ ყოველთვის ორმაგი მოტივაცია მექნება”.
,,ბლანკოსი” ძალიან გაძლიერდა. ფლორენტინო პერესის გაპრეზიდენტების შემდეგ გუნდი ძირეულად შეიცვალა. სამეფო კლუბში მივიდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ჩემპიონთა ლიგაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალს არ შევხვდებით, ისინი ძალიან ძლიერები არიან. წელს ჩემპიონთა ლიგას 2 მთავარი ფავორიტი ჰყავს, ინტერი და რეალი. იმედი მაქვს ჩემი გუნდი გავა ფინალში და ითამაშებს ბერნაბეუზე.
- 1 სექტემბერი 2009
- 2 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.