დელ ბოსკემ ჟოზეს აჯობა
იტალიურმა პოპულარულმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ინფორმაცია.
დღესდღეობით, ერთერთი ყველაზე სადაო თემაა, თუ ვინ გახდება წლის საუკეთესო მწვრთნელი, რომლის დაჯილდოვებაც შედგება ციურიხში, 2011 წლის 10 იანვარს. ნომინაციაში მონაწილეობენ: ''ვისენტე დელ ბოსკე'', (ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო), ჟოზე მოურინიო (ინტერთან ერთად ეგრედწოდებული ''ტრიპლეტის'' გაკეთება შესძლო) და პეპ გვარდიოლა (ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში გაიყვანა ).
ზემოთხსენებული გაზეთის ერთ-ერთ სტატიაში დაიწერა, რომ გამარჯვებული უკვე ცნობილია და ეს ვისენტე დელბოსკეა.ესპანეთის ნაკრების თავკაცზე არჩევანი უმეტესმა ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გააკეთა. მეორე ადგილზე სამეფო კლუბის მწვრთნელი მოურინიო გავიდა, ხოლო მესამეზე შესაბამისად გვარდიოლა.
სტატიის ავტორი: dato818
ინფორმაციის წყარო: as
- 10 დეკემბერი 2010
- 2 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.