ბენზემამ ჰეთ-ტრიკი შეასრულა
მადრიდის "რეალი" 4-0 "ოსერი"
გუშინ ბენზემამ, "ოსერის" წინააღმდეგ, მადრიდის "რეალის" მე-300 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში. კარიმმა 3 გოლი გაიტანა, ხოლო რონალდომ - 1, ფრანგული მხარის წინააღმდეგ. დუდეკმა შესანიშნავი სეივები გააკეთა, მაგრამ მეორე ნახევრის შემდეგ მეკარე იძულებული გახდა დაეტოვებინა მინდორი, რადგან ყბა მოიტეხა. ის ადანმა შეცვალა
ჯგუფურ ეტაფში მადრიდის "რეალმა" 18 შესაძლო ქულიდან 16 აიღო. გუნდმა 15 გოლი გაიტანა, ხოლო 2 - გაუშვა. ეს გუნდის საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში. ჯგუფური ეტაპი 1999/2000 წლებში შეიქმნა (ოფიციალურ საიტზე ასე წერია ავტ.) და ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ დაუფიქსირებია.
ანგარიში ბენზემამ გახსნა, როდესაც რონალდოს ჩაწოდებული ბურთი თავით გაიტანა კარებში (12'). "ოსერი" ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რათა ევროპის ლიგაზე გასვლის ოცნება რეალობად გადაექცია. დუდეკი, მატჩის დატოვებამდე საოცარ სეივებს ანხორციელებდა.
მარსელოს საოცარი პასის შემდეგ რონალდომ ძლერი დარტყმით გოლი გაიტანა 48-ე წუთზე. მადრიდის "რეალს" კიდევ უნდოდა გატანა, ბრაზილიელს ჰქონდა ამის მცდელობა მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.
ბენზემამ გუნდის მე-3 გოლი გაიტანა. ფრანგი შესანიშნავად აკონტროლებდა ბურთს და გოლის გატანაც არ გასჭირვებია (71'). ამის შემდეგ კრისტიანო რონალდო, ახალგაზრდა გუნდელმა სარაბიამ შეცვალა, რომელსაც გუშინ ღამე ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. სარაბიამ თავისი ხარისხი გამოაჩინა და დაამტკიცა, რომ შეუძლია პირველ გუნდში თამაში. მწვრთნელის ასისტენმა კარანკამ ასევე გარაი შემოიყვანა მინდორზე, რომელმაც პირველად ითამაშა ტრავმის მორჩენის შემდეგ.
ბოლო წუთებში ბენზემამ მეკარის სისუსტე გამოიყენა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან დაამტკიცა, რომ მადრიდის "რეალის" ღირსეული შემტევია.
წყარო: realmadrid.com
- 9 დეკემბერი 2010
- 2 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.