პეპეს შეძენით "სიტიც" ინტერესდება
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პორტუგალიელი მცველი, პეპე სრულ გაურკვევლობაშია, მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას, მაგრამ მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. ამჟამად მცველს 1.8 მილიონი ევრო აქვს, სამეფო კლუბი მას 1.2 მილიონით გაზრდას პირდება, მაგრამ "ხოტორა" მცველი 6 მილიონს ითხოვს, რადგან თვლის, რომ სამეფო კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა და იგი არ იმსახურებს ამ სტატუსს.
რამდენიმე დღის წინ იტალიაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს გაპორტუგალიელებული ბრაზილიელის შეძენა სურს და ზამთარში მოლაპარაკებებს გეგმავს ხორხე ვალდანოსთან.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი პეპეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს გუნდი ინგლისური მანჩესტერ "სიტია", რომელსაც "რეალის" რამდენიმე მოთამაშეზე აქვს თვალი დადგმული.
Daily Mirror-ის ცნობით ინგლისელები მზად არიან სამეფო კლუბის მცველში 24 მილიონი ევრო გადაიხადონ, ფეხბურთელს კი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, პეპეს წლიური შემოსავალი კი 5.3 მილიონი ევრო იქნება, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე გაცილებით მეტია.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად უნდა გადაწყდეს პორტუგალიელი მცველის წასვლა-არწასვლის საკითხი, რადგან გაურკვევლობა მცველის თამაშზეც აისახა, იგი გაცილებით არადამაჯერებელია და სამეფო კლუბის გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია ელოდებიან ძველი პეპეს დაბრუნებას.
- 9 დეკემბერი 2010
- 1 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.