ჟოზე ისევ დაბრუნდება?
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის "G" ჯგუფის ლიდერი გახდა და 1/8 ფინალში სწორედ პირველადგილოსანის სტატუსით ითამაშებს. 17 დეკემბერს კენჭისყრის შედეგად ყველა Play Off-ში გასული გუნდი დაწყვილდება. სამეფო კლუბს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ხოლო რომელ გუნდს არგუნებს ბედი ეს უკვე სხვა საკითხია.
”ლიონი,” ”კოპენჰაგენი,” ”არსენალი,” ”ინტერი,” ”რომა” ან ”მარსელი” , ეს ის გუნდებია, რომლებსაც შეიძლება დაუპირისპირდეს პორტუგალიელი ჟოზეს დამოძღვრილი "ბლანკოსი". ალბათ ყველა დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ყველაზე დიდ აჟიოტაჟს "ინტერი" - "რეალის" წყვილი გამოიწვევს, რადგან მოურინიო შარშან სწორედ იტალიურ კლუბს ედგა სათავეში და "ნესაძურისთან" ერთად ტრიპლეტი შეასრულა. "ინტერის" ფეხბურთელებს ძალიან უყვართ მადრიდის ამჟამინდელი დამრიგებელი.
მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დროს მოურინიო ერთხელ უკვე ესტუმრა "სან სიროს" , შეხვედრა 2-2 დასრულდა, მასპინძელი კი "მილანი" იყო. თებერვალში კი სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს, უბრალოდ ხსენებულ სტადიონზე "შავ-წითლების" ნაცვლად "შავ-ლურჯები" გამოვიდნენ.
- 9 დეკემბერი 2010
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.