არშავინს ესპანური გრანდების არ ეშინია
ლონდონის "არსენალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ერთ–ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია თავისი გუნდი დაუსპირისპირდეს მადრიდის "რეალს" ან "ბარსელონას".
როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართება. ლონოდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე ბელგრადის "პარტიზანს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ლონდოლურ კლუბს გამარჯვება მართებს, რათა გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.
" ვფიქრობ ჩვენ შანსი არ გვაქვს ჯგუფის ლიდერები გავხდეთ, თუმცა მეორე ადგილი ცუდი შედეგი არ არის. "შახტარი" და "ბრაგა" კარგი გუნდები არიან და ისინი კარგად თამაშობენ საკუთარ კედლებში. "არსენალს" აქვს მოტივაცია რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. თუ გუნდს ამ ტურნინრზე გამარჯვება სურს, მაშინ მას არ უნდა ეშინოდეს ისეთი გუნდების როგორიცაა მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა". არა აქვს მნიშნელობა ეს სად მოხდება 1/18 ფინალში თუ 1/4 ფინალში. დღეს ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, ხოლო შემდეგ დავიწყებთ ფიქრს კენჭისყრაზე და მის შედეგებზე" – განაცხადა არშავინმა.
- 8 დეკემბერი 2010
- 1 802
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.