ფერნანდესი: ”ურთულესი პაექრობა გველის”
”ოსერის” დამრგიბელმა იან ფერნანდესმა და ფეხბურთელმა პედრეტიმ, ”რეალთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენციები გამართეს.
იან ფერნანდესი
”ურთულესი თამაში გველის ”ბერნაბეუზე.”მიმდინარე სეზონში, ”რეალის” ყველა მატჩი ვნახე და ვგონებ, მადრიდელები საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლეულს მათ შინაურ კედლებში ქულა არ აქვთ დაკარგული.”
”ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი ფეხბურთის ჩვენება მადრიდში.მატჩების მოგებებით არ გამოვირჩევით, მაგრამ რაც მთავარია, გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.”რეალი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს კარგად მოგვეხსენება.ვიმედოვნებ, რომ ერთ გოლს შევაგდებთ და ვისიამოვნებთ თამაშით.”
”გადამეტებულად მივიჩნევ, ”უეფას” სასჯელებს რამოსისა და ალონსოს მისამართით.მოურინიო არც პირველი და არც ბოლოა, რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა.ვგონებ. ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ, მხოლოდ მოურინიოს ქმედებებზე არ უნდა მოახდინოს რეაგირება.დამრიგებელს ყოველთვის კარგი უნდა თავისი გუნდისათვის.ჟოზეს ადგილზე რომ ვყოლიყივი, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი.”
”ჯგუფურ ეტაპზე ”ოსერის” გამოსვლა არადამაკმაყოფილებელია.აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მოგვიწია პაექრობა.ვიმედოვნებ, ”ბერნაბეუდან” ქულის წამოღებას შევძლებთ.რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.”
”რეალი” დიდებული გუნდია.ჩვენთან მატჩში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდებათ, თუმცა შემცვლელებიც არა ნაკლებ სახიფათონი არიან.ჩემი აზრით, დღესდღეობით ”ბლანკოსი”-”ბლაუგრანას” დუეტი ერთ-ერთი გამორჩეული და დაუმარცხებელია.ალბათ, ვერცერთი იტალიური გრანდი ვერ მოახერხებს მათ ძლევას.”
პეტიტი
”ჩვენს რიგებში ხარისხიანი ფეხბურთელები ირიცხებიან.მათ შეუძლიათ ხიფათის შექმნა ”რეალის” საჯარიმოში.მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩი გველოდება, ცუდ განწყობაზე ნამდვილად არ ვიმყოფებით.უწინარეს ყოვლისა დაცვაზე უნდა ვიფიქროთ.”
- 8 დეკემბერი 2010
- 1 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.