მორატა დებიუტის მოლოდინშია
ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, სამეფო კლუბისათვის სატურნირო თვალსაზრისით ფორმალურია.
მიუხედავად ამისა, ”ოსერთან” დაპირისპირება მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც მიმდინარე სეზონში თამაშიანობით არ გამოირჩევიან.ე.წ. რეზერვისტებს კარგი შანსი აქვთ დაამტკიცონ, თუ როგორი პოტენციალის მატარებელნი არიან.
პირველ გუნდში, დებიუტის მოლოდინში მოურინიოს რჩეული კასტილიელი მორატა.18 წლის მადრიდისტი, მთავარი შემადგენლობის ვარჯიშებზე პერმანენტულად ჩნდება.მან გუნდთან ერთად ამსტერდამში და ვალენსიაში იმგზავრა, თუმცა ჯერჯერობით სათამაშო წუთებს ვერ გამოჰკრა ხელი.
ესპანელი ექსპერტების ვარაუდით, ფრანგებთან დაპირისპირებაში თავის შანსს მორატაც მიიღებს.ის კლუბში ხუან კარლოსისა და მატეოსის შემდეგ მესამე კასტილიელი იქნება, რომელმაც მოუს ფორმირების გუნდში იდებიუტა.
ცნობისთვის, ალვარო მორატას სიმაღლე, 1მ და 90სმ-ია.
- 7 დეკემბერი 2010
- 1 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.