”რეალმა” ”უნიკახას” სძლია

მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა ესპანეთის ”ACB” ლიგაზე.

”ბლანკოსებმა” საკუთარ ”ვისტალეგრეზე” ”უნიკახა” მიიღეს და 88-72 დაამარცხეს.მესინას გუნდიდა გამორჩეული იყო ფელიპე რეიესი.ამ უკანასკნელმა ”თეთრებს” 18 ქულა და 11 მოხსნა მოუტანა.

დედაქალაქელმა კალათბურთელებმა პირველივე მეოთხედში იგდეს ხელთ უპირატესობა და 32-20 გაიმარჯვეს. გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა.

მეორე მეოთხედში ბურთის ფლობა კიდევ უფრო განმტკიცდა, რაც შედეგზეც თავისთავად აისახა და ეტორეს შეგირდები უკვე მნიშვნელოვნად წავიდნენ წინ. 51-33 და "თეთრები" უკვე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ.

"უნიკახას" მოთამაშეები არ ნებდებოდნენ და თამაში ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაგრამ შედეგი კიდევ უფრო გაუარესდა და 61-40 გახდა.

საბოლოოს ჯამში კი მადრიდელებმა მოწინააღმდეგე 16 ქულის სხვაობით, 88-72 დაამარცხეს და მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

ათი სათამაშო დღის თავზე, სამეფო კლუბის კალათბურთელები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან (8 გამარჯვება და 2 მარცხი).ჯერჯერობით გათამაშებას ლიდერობს ”კახა ლაბორალი,” ხოლო რაც შეეხება ”ბარსელონას,” კატალონიელები მესამე ადგილს სჯერდებიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (27)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)