უამრავი ჭორი ”რეალის” გარშემო
დღეს უცხოურ მედიაში საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. სიახლეში წარმოდგენილი იქნება ”რეალის” სავარაუდო ცვლილებები ზამთარში.
რაც უფრო ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, მით უფრო დიდი ინტერესი ჩნდება ”რეალის” გარშემო. გავრცელდა ბევრი ჭორი, რომ მადრიდელები თითქოს აპირებენ მეგატრანსფერის განხორციელებას იანვარში და ექსპერტებიც არაფერს გამორიცხავენ.
სერხიო რამოსმა ამ ბოლო დროს, საგრძნობლად უკლო თამაში ხარისხს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა მაიკონმა იგი შეცვალოს. ერთი და ორი შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაგრამ ესპანელი მართლაც განსხვავდება უწინდელი წლებისგან.
მსოფლიოში ბევრი ახალი და პერსპექტიული ფეხბურთელი წარმოიშვა, რაც ”ბლანკოსის” ხელმძღვანელობამ შენიშნა. იგივე ბეილი, ან თუნდაც ლუკაკუ მშვენიერი მაგალითები არიან იმისათვის, რომ მადრიდელთა რიგები შეავსონ. ექსპერტები მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
გონსალო იგუაინი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არგენიტნელს კარგი და გამოცდილი მეწყვილე ნამდვილად არ აწყენდა. ”სამეფო” კლუბი ინტერესდება ფორლანით, ძეკოთი და ლისანდროთი.
ფორლანი ჩახედულია ესპანურ ფეხბურთში და კარგად იცის, თუ რა არის საჭირო ამათუ იმ მომენტში. ძეკო ახალგაზრდაა და გამოუცდელი, თუმცა ის იმდენად ნიჭიერია, რომ ამ ყველაფერს დიდი ყურადღება არ ეთმობა. იგივეს თქმა შეიძლება ლისანდრო ლოპესზეც.
ინფორმაციის წყარო: footballpress.net
- 4 დეკემბერი 2010
- 2 785
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.