გერმანელებს 25 მილიონი ეცოტავათ

მადრიდელთა პირველ შეთავაზებაზე "ვოფსბურგმა" უარი განაცხადა.

გერმანელებმა არც ინიციატივა და არც შეთავაზებული თანხა მოუწონეს მადრიდელებს, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ბოსნიელი ფეხბურთელი ედინ ძეკო გაცილებით მეტი ღირს ვიდრე 25 მილიონი. გერმანელთა აზრით ფეხბურთელის ფასი 40 მილიონია და ნაკლებად არ შეელევიან. მაგალითად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ გასულ ზაფხულს მიუხენის "ბაიერნის" წინადადება დაბლოკეს რომლებიც 35 მილიონს იხდიდნენ თავდამსხმელში.

თვითონ ის ფაქტი, რომ თეთრებმა წინადადებით მიმართეს გერმანელებს იმაზე მეტყველებს, რომ მადრიდელები ინტერესს იჩენენ ძეკოს მიმართ და სავარაუდოდ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბოსნიელი თავდამსხმელი ზამთარში "რეალის" რიგებში ვიხილოთ.

დღეს თავად ფეხბურთელმა ისაუბრა გამომცემლობა "as"-თან: "მე ჩემი კლუბი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ საუბარი დავიწყო მადრიდელებთან. ჩემი აზრით ჯერ კლუბებმა უნდა გაარკვიონ ყველაფერი და შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებს."

შეგახსენებთ, რომ იგუანის ტრამვის გამო ძალზედ შეშფოთებულია ფლორენტინო პერესი და მადრიდის ადმინისტრაცია. სავარაუდოდ ყველაფერი გაკეთდება ძეკოს შესაძენად.

  • tskito
  • 4 დეკემბერი 2010
  • 2 245
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)