"კრისტიანო ითამაშებს "ვალენსიას" წინააღმდეგ"
მაურინიო: "სიძლიერე უნდა გამოვიჩინოთ "ვალენსიას" წინააღმდეგ და მზად ვართ ამისთვის"
ჟოზე მაურინიომ, ვარჯიშის-შემდგომ პრეს კონფერენციაში გაგვიზიარა თავისი აზრები უქმეებზე გასამართ მატჩთან დაკავშირებით "ვალენსიას" წინააღმდეგ და იმაზე გადაკრა სიტყვა თუ ვინ იქნება ძირითადში.
"კრისტიანო რონალდო კარგადაა. მას აქვს ზნე და ცხოველური ძალა. თუ მას არ აქვს ისეთი ტრავმა რომელიც შეუძლებელს ხდის მის თამაშს, მაშინ მას ბევრის ატანა შეუძლია და ტკივილის ქვეშ თამაშიც კი. ის ითამაშებს "ვალენსიას" წინააღმდეგ."
"მინდოდა, რომ იგუაინს შესძლებოდა თამაში, მაგრამ ეს არ არის შესაძლებელი. ამიერიდან როგორც კაკაზე, მასზეც აღარ ვისაუბრებ. მოვიცდი მანამ, სანამ მას დაბრუნება არ შეეძლება. მადრიდში მას სპეციალისტთან გავყევი. ჩვენ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარეშე აზრიც ვიცით. არ მყავს იგუაინი და მას არ შეუძლია ახლა თამაში."
"ბენზემამ შეიძლება ითამაშოს ან არ ითამაშოს. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მორატამაც შეიძლება ითამაშოს ან საერთოდაც არ გვყავდეს შეტევა. ბენზემა კარგად ვარჯიშობდა და კარგად თამაშობდა ბოლო მატჩებში. მან დაიწყო ბოლო ორი თამაში ძირითადში და საკმარისი დროც ჰქონდა.
"ბარსელონაში მოთამაშეებს 3-4 წუთზე მეტი არ დავლაპარაკებივარ. ყველაფერი მანდ მორჩა. ადვილია გადაფურცვლა რადგან გუნდმა რომელმაც კარგად ითამაშა მოიგო, ხოლო გუნდმა რომელმაც ცუდად ითამაშა წააგო. თუ მე გავუტანე 4-5 გოლი გუნდს, რატომ არ შეუძლიათ მათ მეც გამიკეთონ იგივე?
"ბებიაჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მან რაც მითხრა. უნდა გიხაროდეს, როდესაც ხალხი შენზე ეჭვიანობს და ასეც ხდება ჩემს თავს. ეს ნორმალურია და ძალიან მახარებს. ჯარიმა რომელიც UEFA-მ დამიწესა.
წყარო: realmadrid.com
- 3 დეკემბერი 2010
- 2 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.