ბენზემა:”ჩემ შანს გამოვიყენებ”
დღეს მადრიდის ”რეალის” ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ იგი თავის შანს გამოიყენებს იგუაინის არ ყოფნაში.
ქარიმ ბენზემა:”წინ გველის ურთულესი მატჩები და სწორედ ამიტომ, ვალდებული ვარ ვითამაშო იდეალურად, რათა აგრენტინელი ფორვარდი კარგად შევცვალო. დროთა განმავლობაში ფორმაში ჩავდგები და დავუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას”.
”მე ამ დროის მანძილზე მექნება შანსის გამოყენების მცდელობა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს კარგათ გავაკეთებ და მედიისგან კრიტიკას აღარ დავიმსახურებ, როგორც ეს უწინ იყო”.
”გონსალოს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ის ძალიან დაგვაკლდება უახლოეს მატჩებში”. - განაცხადა ქარიმ ბენზემამ.
ინფორმაციის წყარო: as.com
- 3 დეკემბერი 2010
- 2 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.