იგუაინი:”სამწუხაროა, რომ 2 თვე მინდორზე ვერ გავალ”
დღეს გონსალო იგუაინმა თავის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა. იგი გუნდს იანვრის შემდეგ შეუერთდება.
გონსალო იგუაინი:”ძალიან ვწუხვარ, რომ უახლოეს მომავალში კლუბს ვერ დავეხმარები. მაქსიმალურად ბოლომდე დავიხარჯები, რათა უფრო მალე გავიდე მოედანზე. ორი თვის გამოტოვება, ეს დიდი უიღბლობა და უბედურებაა ფორვარდისთვის”.
”წინ გველის რთული მატჩები და ძალიან მსურდა, რომ მადრიდელებისთვის მცირედი მაინც გამეკეთებინა. ალბათ ფრანგს მიეცემა გარკვეული შანსი, რათა დაამტკიცოს, რომ პროფესიონალია. ქარიმს სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ”. - განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 3 დეკემბერი 2010
- 2 189
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.