კაკა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გამოჯანმრთელებას
მადრიდის რეალის ბრაზილიელი ნახევარმცველი, რიკარდო კაკა გამოჯანმრთელების გზას ადგას.მან უკვე დაიწყო განცალკევებით ვარჯიში.
კაკამ უკვე დაასრულა გამოჯანმრთელების პირველი ეტაპი რომელშიც შედიოდა ფიზიოთერაპია,სავარჯიშო ზალა.ეხლა მან სირბილი დაიწყო რათა ექიმებმა ნახონ თუ როგორ უძლებს მუხლი დატვირთვას.
ბრაზილიელი ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.კერძოდ კი კარლოს ლევინის.მისი განცხადებით მუხლი კარგ მდგომარეობაშია და მოთამაშე სირბილისას დისკომფორტს არ გრძნობს.
რიკარდო კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება სრულ გამოჯანმრთელებას.ექიმების წინასწარი პროგნოზით ის მოედანზე სავარაუდოდ 9 იანვარს ვილიარეალთან მატჩისთვის დაბრუნდება.
წყარო:RealMadrid.com
- 3 დეკემბერი 2010
- 2 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.