სად არიან კაპიტნები?

''ელ კლასიკო'' დასრულდა. ამ თამაშში რელის მინუსები პირნათლად გამოჩნდა, მაგრამ ეს მინუსები სულ სხვა თემაა. მე მინდა, რეალის კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება.

სანამ მთავარ თემაზე გადავალ, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებზეც ეხლა ვისაუბრებ ძალიან ვაფასებ, მაგრამ არ შემიძლია ამის გამო არ ვთქვა ის რასაც ვფიქრობ.

ჩემი აზრით, დღესდღეობით რეალის ყველაზე დიდი პრობლემაა რაულის და გუტის არყოფნა. გუნდს ჰყავს კაპიტნები იკერ კასილასი და სერხიო რამოსი, მაგრამ ვსვამ კითხვას: უმკლავდებიან კი ისინი თავის მოვალეობას?

ჩემი აზრით ვერა.. ''ელ კლასიკოში'' გუნდს აკლდა კაპიტანი, რომელიც ფეხბურთელებს წინ წაუძღვებოდა. ასეთი საშინელი მარცხის შემდეგ კი არცერთმა მათგანმა არ ჩაატარა პრესკონფერენცია და გულშემატკივრებს ბოდიში არ მოუხადა, არც კი შეეცადნენ წაგების ახსნას. რაულის და გუტის დროს ეს შეუძლებელი იქნებოდა.

შეიძლება რაულს ვეღარ გაჰქონდა სეზონში უამრავი გოლი, შეიძლება გუნდში მოვიდა გუტიზე ბევრად ახალგაზრდა და ეფექტური ფეხბურთელები, მაგრამ ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა ცუდი მდგომარეობა ყოფილიყო კლუბში, ისინი თავაწეული უძღვებოდნენ გუნდს და მიჰყავდათ ახალ გამარჯვებამდე. ეხლანდელი კაპიტნები კი, ჩემი აზრით, ფეხბურთელებია, რომლებიც ასრულებენ მწვრთნელის დავალებებს და არ უყვართ პასუხისმგებლობის თავზე აღება.

ისინი ელემენტარულად არც კი მივიდნენ რუბენ დელ ლა რედის გამომშვიდობებაზე, როცა ამ დროს მათ ამ დღეს ვარჯიში არ ჰქონდათ. ეს ძალიან ცუდია, თუმცა ცოცხალი ფაქტია.


თუ მათ თავისით გადაწყვიტეს დუმილი, ეს ძალიან ცუდია. თუ ეს მწვრთნელის დავალება იყო,ეს უარესია. მოურინიო არ არის მადრიდის რეალი, ის ოთხი თვეა რაც კლუბში მიოვიდა. მან ჯერ არ იცის რეალის ფილოსოფია. არ შეიძლება კაპიტნის სტატუსი მხოლოდ იმაში გამოიყენო, რომ თერთმეტმეტრიანი დაარტყა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მადრიდის რეალის კაპიტნობა უფრო მეტია ვიდრე საჭირო დროს ამბობდე ''დიახ ჟოზე''.


ps: აქ დაწერილ კომენტარებში ჩანს, რომ ბევრმა კარგად ვერ გაიგო ამ სტატიის შინაარსი. აქ არაა საუბარი, რომ ''რაული და გუტი გადაარჩენდა გუნდს ამ წაგებისგანო'', ან ''კასილასმა და რამოსმა რატო არ გაიტანა გოლებიო''.
ამ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია კაპიტნების მინუსებზე და მაგის ფაქტებიც არის მოყვანილის და ეს იმიტომ, რომ არ მინდა ეს მინუსები ჰქონდეს რეალის კაპიტანს. ბევრს ვეთანხმები, რომ გუნდს გვერდში უნდა ამოუდგე და არა აკრიტიკო, მაგრამ შენ თვითონ თუ არ დაინახე შენი მინუსები და არ გამოასწორე, სხვა ამას ვერ გააკეთებს. ''ელ კლასიკოზე'' გამოჩნდა, რომ დღესდღეობით გუნდს არ ჰყავს ლიდერი. ეს ლიდერი კაპიტანი უნდა იყოს, არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც, როგორიც რაული იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ კასილასიც მალე ასეთი გახდება

  • dato818
  • 2 დეკემბერი 2010
  • 4 727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)